„ჩაქუჩთა“ მეპატრონეებს, დევიდ სალივანსა და დევიდ გოლდს იმედი აქვთ, რომ
ბოლოს სად მუშაობდა უოლი დაუნესი? „საუთჰემპტონში“ ალან პერდიუს მწვრთნელთა შტაბის ერთ-ერთი წევრი იყო, მაგრამ, აგვისტოში სამსახურიდან გაუშვეს. მანამდე, სტივ კოპელს „რედინგის“ გაწვრთნეში ეხმარებოდა.
შაბათს, 27 ნოემბერს, „ჩაქუჩები“ „აპტონ პარკზე“ „უიგანს“ მასპინძლობენ. „ვესტ ჰემი“, როგორც გითხარით, ბოლო ადგილზეა, „უიგანს“ კი 5 ქულით მეტი აქვს და მე-18 ადგილზე იმყოფება, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ შეხვედრას სამკვდრო-საციცოცხლო მნიშვნელობა აქვს.
არადა, სალივანსა და გოლდს დიდი გეგმები აქვთ. ადრეც გვიხსენებია, რომ მათ, ლონდონის ოლიმპიური სტადიონის შეძენა სურთ და როგორც 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიადის თავმჯდომარის მოადგილე სერ კით მილსი ბრძანებს, ამის დიდი შანსიც აქვთ - „ვესტ ჰემი“ ამ საქმეში კონკურენტზე, ლონდონის მეორე გუნდ „ტოტენჰემ ჰოთსპურზე“ წინ არის. მოგეხსენებათ, აქ, სტადიონზე ოლიმპიადის შემდეგ გადაბარგებაზეა ლაპარაკი. ცნობისთვის: „ოლიმპიური პარკის მემკვიდრეობის კომპანიამ“ „ჩაქუჩებსა“ და „დეზებს“ შორის გამარჯვებული შობამდე ანუ სულ რაღაც ერთ თვეში უნდა დაასახელოს. მილსმა ბრძანა:
„ვესტ ჰემის წინადადებაში მთავარი ის არის, რომ კლუბი სარბენი ბილიკების ხელუხლებლად დატოვებას აპირებს. თუ ამასთან ერთად გამართული იქნება შემოთავაზების ეკონომიკური მხარეც, ვფიქრობ, მემკვიდრეობის კომპანია „ოლიმპიურ სტადიონს“ სწორედ მას დაუმტკიცებს. „ვესტ ჰემის“ გარდა არის „ტოტენჰემის“ ვარიანტიც, მაგრამ „სფურზის“ შემთხვევაში ოლიმპიელებს სარბენი ბილიკების სხვაგან გადატანა მოუხდებათ.
როდესაც საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს ჩვენი პროექტი წარვუდგინეთ და ზაფხულის თამაშების მასპინძლობის უფლება მივიღეთ, ერთ-ერთი საკითხთაგანი სწორედ მძლეოსნობის სარბიელის აშენება და ხელუხლებლად დატოვება გახლდათ. ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა მკაფიოდ გვითხრა, რომ სჯობს „ოლიმპიური სტადიონი“ ლონდონიდან გარეთ გავიტანოთ, ვიდრე მას სარბენი ბილიკები მოვაშოროთ. მეორე მხრივ, ჩვენ ხელში არ უნდა შეგვრჩეს ეგრეთწოდებული „თეთრი სპილო“ ანუ რაღაც, რისი ფასიც მის რეალურ საჭიროებასა და ღირებულებაზე გაცილებით მეტია“.