ფრანკ დე ბური - ახალი კანდიდატურა "ტოტენჰემისთვის"

AutoSharing Option
ფრანკ დე ბურით "ტოტენჰემის" დაინტერესებაზე პირველად "დეილი მირორი" ალაპარაკდა და მას სხვა საინფორმაციო სააგენტოებიც აჰყვნენ. გამოცემის ინფორმაციით, პირველად 43 წლის ჰოლანდიელის სახელი "დეზების" ტექნიკურმა დირექტორმა ფრანკო ბალდინიმ ახსენა. იტალიელი "აიაქსის" მთავარი მწვრთნელისა და მისი სამწვრთნელო შტაბის მთლიანად გადაბირებას აპირებს.

ჩრდილოლონდონელებს შესაძლოა დე ბურის დათანხმების კარგი შანსი ჰქონდეთ, თუმცა ფრანკის თანაშემწეთაგან ერთი, ვინც "უაით ჰართ ლეინზე" სამუშაოდ ნამდვილად არ წავა, ჩვენი აზრით, დენის ბერგკამპია, ვინც სულითა და გულით "არსენალის" ერთგულია და საყვარელი კლუბის გაწვრთნაზე ოცნებობს.

ჰოლანდიელი საფეხბურთო ექსპერტების აზრით, ფრანკ დე
ბური დიდი ხანია მზად არის, ჰოლანდიის ჩემპიონატზე უფრო მაღალ დონეზე მოსინჯოს ძალები.

თავს მოხვეული პრობლემები
"ტოტენჰემის” დროებითი თავკაცის, ტიმ შერვუდის ასისტენტმა ლეს ფერდინანდმა გულწრფელად აღიარა, რომ ზაფხულში ერთი მხრივ, ვილაშ ბოაშსა და მეორე მხრივ, ხელმძღვანელობას შორის სატრანსფერო საკითხებზე დიდი ჭიდაობა იყო გამართული.

პორტუგალიელმა მწვრთნელმა მისთვის სასურველი ფეხბურთელების მხოლოდ ნაწილი (კაპუ, პაულინიო, სოლდადო) მიიღო, სამაგიეროდ, მის განკარგულებაში აღმოჩნდა მოთამაშეთა ჯგუფი (ლამელა, ერიქსენი, კირიკეში, შადლი), რომლის ყიდვა მას არ უთხოვია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
უნახავმა რა ნახა-ო ს პრინციპი ამოქმედდა ტოტენჰემის სპორტული დირექტორის პონტში,ბეილიში აღებული თანხით ვინც კი პერსპექტიული იყიდებოდა თითქმის ყველა იყიდა და ჩემი Fეხები
soso
10:52 20-12-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული