მესუთ იოზილი: პრემიერლიგაში თავს კომფორტულად ვგრძნობ

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალის" ნახევარმცველმა მესუთ იოზილმა განაცხადა, რომ პრემიერლიგაში თავს კომფორტულად გრძნობს.

"ძალიან მომწონს ინგლისურ პრემიერლიგაში. აქ მატჩებს შორის პაუზა თითქმის არაა. აქ ყოველ ორ დღეში შეიძლება თამაში და ეს ძალიან მომწონს, რადგან თამაში უფრო მიყვარს, ვიდრე ვარჯიში.

ასევე მიყვარს, როცა ვინმეს ვეჯიბრები და ამ მხრივ, ინგლისში ყველაფერი შესანიშნავადაა.

აქ თამაში ჩემთვის კომფორტულია. თამაშის დროს ერთმანეთს ძალიან კარგად ვუგებთ.

"არსენალი" შესანიშნავი გუნდია. არ გამჭირვებია, აქ თავი ახლობლად მეგრძნო. ამასთან ერთად, თანამემამულეებიც დამეხმარნენ, მათ გარეშე ასე სწრაფად ადაპტირება, ალბათ, არ გამომივიდოდა",
-
თქვა იოზილმა.

მომზადებულია arsenal.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული