ალექს ფერგიუსონს დევიდ მოიესის შემცვლელად ანტონიო კონტე სურს

AutoSharing Option
იტალიური მედიის ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი და ამჟამინდელი სპორტული დირექტორი სერ ალექს ფერგიუსონი დევიდ მოიესის შემცვლელს ეძებს და სასურველი კანდიდატურა უკვე შერჩეული ჰყავს.

წყაროს ცნობით, ფერგიუსონი უკვე დაუკავშირდა იტალიელ სპეციალისტ მარჩელო ლიპის, ვისთანაც მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს და გაირკვა, რომ შოტლანდიელს მანჩესტერელთა მომავალ მწვრთნელად ტურინის "იუვენტუსის" თავკაცი ანტონიო კონტე სურს.

კონტე საკმაოდ წარმატებულად მუშაობს იტალიაში. მისი ხელმძღვანელობით, ტურინელები ბოლო წლებში ზედიზედ 2-ჯერ გახდნენ სერია A-ს ჩემპიონები, ხოლო მიმდინარე სეზონში იტალიის ჩემპიონატს ერთპიროვნულად ლიდერობენ და უახლოეს მდევარ "რომას" 9 ქულით
უსწრებენ.

თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ფერგიუსონმა "წითელის ეშმაკების" თავკაცს, დევიდ მოიესს, ასე მალე დაატოვებინოს მთავარი მწვრთნელის პოსტი, რადგან გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ მოიესი სწორედ მისი რეკომენდაციით არის მიყვანილი მანჩესტერულ კლუბში.

მომზადებულია givemesport.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
მილანი და ინტერი დაჩმორდნენ და კონტეს საბლატაო გახდა სერიაA!
brola
21:37 24-02-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული