"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა გაამხილა, რომ მან ურჩია კლუბის ხელმძღვანელობას 2009 წელს, კრიშტიანო რონალდოს სანაცვლოდ, მადრიდის "რეალისთვის" 150 მილიონი ევრო მოეთხოვათ და დარწმუნებულია, რომ მადრიდელთა პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი აღნიშნულ თანხას გადაიხდიდა.
პორტუგალიელი შემტევი ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი გახდა, როდესაც მასში "რეალმა" 80 მილიონი ევრო გადაიხადა და ფერგიუსონს სჯერა, რომ მათ შეეძლოთ, რონალდოში თითქმის 2-ჯერ მეტი თანხა აეღოთ.
ლეგენდარულმა შოტლანდიელმა სპეციალისტმა მწუხარება გამოთქვა იმის გამო, რომ "მანჩესტერის" იმჟამინდელმა აღმასრულებელმა დირექტორმა დევიდ ჯილმა არ გაითვალისწინა მისი რჩევა.
"ეს არის ერთადერთი რამ, რაც მწყინს. მე ვუთხარი დევიდ ჯილს, რომ მოეთხოვა 150 მილიონი ევრო რონალდოს სანაცვლოდ და პერესი ამ თანხას გადაიხდიდა. მან კი მიპასუხა: სისულელეა, ისინი 150 მილიონს არასოდეს გადაიხდიან," - განუცხადა ფერგიუსონმა ესპანურ გამოცემა AS-ს.