გადამწყვეტი ექვსი დღე და ზედაც ბოქსინგი

AutoSharing Option

სერ ალექს ფერგიუსონი ამბობს, რომ დაიბრუნებს თუ არა „მანჩესტერ იუნაიტედი“ პრემიერლიგის ჩემპიონის ტიტულს, დიდწილად დეკემბრის ექვსდღიან მონაკვეთზე იქნება დამოკიდებული. ეს მონაკვეთი შემდეგ ორშაბათს, 13 დეკემბერს დაიწყება, კვირას, 19-ში კი დასრულდება. რა ხდება ასეთი დასახელებულ დღეებში? ამ კითხვაზე პასუხი ძნელი გასაცემი არ არის: „იუნაიტედი“ ჯერ „არსენალს“ მასპინძლობს, შემდეგ კი „სტემფორდ ბრიჯზე“ „ჩელსის“ ხვდება. ფერგიმ თქვა:

„ამ შეხვედრებში გამარჯვენა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ მოვახერხეთ და „ჩელსის“ ორი ქულით გავუსწარით, ასე რომ ლონდონის ორ გუნდთან თამაშს შესაძლოა გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს“.

გავიხსენოთ გასული სეზონის ამბავი:

„იუნაიტედმა“ „ჩელსისთან“ ჩემპიონის ტიტული ბოლო ტურში წააგო. ამიტომაც ამბობს მანჩესტერელების თავკაცი, „ლურჯებთან“ ორ შეხვედრას მთალი ჩემპიონატის ბედის გადაწყვეტა შეუძლიაო. ფერგიმ დასძინა: „მწარე გამოცდილება ჩვენ გასულ სეზონში შევიძინეთ. „ჩელსისთან“ შეხვედრებში წარუმატებლობა ტიტულად დაგვიჯდა“.

დეკემბერში „მანჩესტერ იუნაიტედს“ ამ ორი დიდი მატჩის გარდა სხვებიც აქვს ჩასატარებელი. კერძოდ, დღეს ფერგიუსონის გუნდი ბლექპულში თამაშობს, 26 დეკემბერს „სანდერლენდს“ მასპინძლობს, 28 დეკემბერს კი ბირმინგემში მიდის. შემდეგ, უკვე საახალწლო შეხვედრები, ეგრეთწოდებული „ბოქსინგ დეი“ იწყება: 1 ინავარს სტუმრად „ვესტ ბრომვიჩთან“, 4 იანვარს კი შინ „სტოკთან“.

ფერგიუსონი კმაყოფილია, რომ ბოლო პერიოდში მისი გუნდი შესანიშნავად თამაშობს და არც საახალწლო კალენდარს უჩივის:

„რასაკვირველია, საშობაოდ როგორ ითამაშებ დამოკიდებულია იმაზე თუ ვის შეხვდები. უფრო დავაზუსტებ, ძალიან მნიშვნელოვანია ვისთან გიწევს სტუმრობა. წლების განმავლობაში ჩვენ ჩრდილო-აღმოსავლეთით გვიწევდა მოგზაურობა, ამჯერად კი, საბედნიეროდ, მანჩესტერის სიახლოვეს დაგვტოვეს. შეობის მეორე დღეს სულაც შინ ვთამაშობთ, შემდეგ კი მიდლენდში მივემგზავრებით „ბირმინგემსა“ და „ვესტ ბრომვიჩთან“. ეს ცუდი არ გახლავთ, მაგრა, ევს დღეში სამი თამაში მაინც ზედმეტია“.

თუმცა, ყველანაირი სირთულის მიუხედავად ფერგიუსონი დარწმუნებულია, რომ მის გუნდს საახალწლო სირთულეების დაძლევის თავი აქვს. მან დასძინა:

„მწვრთნელმა გუნდი სწორად უნდა ათამაშოს, რადგან შობიდან მოყოლებული ახალი წლის დღეებით დამთავრებული ძალიან ბევრი თამაშია. ურთულესი პერიოდია, რომელიც ფეხბურთელებს რამენაირად უნდა გადაატანინო. იმედი მაქვს, რომ იანვარში მყარი პოზიცია გვექნება“.

„იუნაიტედის“ პორტუგალიელი გარემარბი ნანი კი ფიქრობს, რომ „იუნაიტედს“ მისი ყოფილი თანაგუნდელების, ლისაბონის „სპორტინგის“ დროინდელი ორი ნაცნობის შეძენა გააძლიერებდა. შეგახსენებთ, რომ ნანიმ კარიერა „სპორტინგში“ კრიშტიანო რონალდოსთან ერთად დაიწყო. როდესაც ჟურნალისტებმა ჰკითხეს კერძოდ ვის გულისხმობდა, მან უპასუხა:
„ახალგაზრდა ფეხბურთელებს მიგელ ველოზოსა და იანიკ დიალოს სიამოვნებით ვიხილავდი „მანჩესტერ იუნაიტედში. ეს ორი მოთამაშე „სპორტინგიდან“ მახსოვს და მათზე მხოლოდ კარგის თქმა შემიძლია“.

ველოზო 24 წლის პორტუგალიელი ნახევარმცველია, რომელიც დღეს იტალიურ „ჯენოაში“ თამაშობს, დიალო კი წარმოშობით გვინეა-ბისაუდან არის, ისიც 24 წლის გახლავთ და დღესაც „სპორტინგშია“.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული