ნასრი უკვე კაცია

AutoSharing Option


სამირ ნასრი ამბობს, ახლა რომ ვარ ასეთ ფორმაში ცხოვრებაში არ ვყოფილვარო. ეს, მართლაც ასეა და ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ „არსენალის“ შემტევ ნახევარმცველს, რომელსაც კონტრაქტის თანახმად „მეთოფეებთან“ კიდევ 18 თვე აქვს გასატარებელი, კლუბი ახალ ხელშეკრულებასა და პირობებს სთავაზობს. კერძოდ, „არსენალს“ უნდა, რომ ნასრიმ მათთან კიდევ ხუთწლიან თანამშრომლობას მოაწეროს ხელი და ამ დროში 21 მილიონ ფუნტს სთავაზობს. გამოვა, რომ ფრანგი ვარსკვლავი, რომელსაც მიმდინარე სეზონში 11 გოლი აქვს გატანილი, კვირაში 80 ათას ფუნტს მიიღებს.

23 წლის ფეხბურთელი ამბობს: „ასეთ კარგ ფორმაში არასდროს

ვყოფილვარ. ჯერ ერთი ასაკი მომემატა. ამის გამო პასს, დარტყმას, კომბინაციას უკვე წინასწარ ვგრძნობ. გარდა ამისა მოედანს მიღმაც დავსერიოზულდი.

სანამ „არსენალში“ გადავიდოდი „მარსელში“ ვცხოვრობდი და ყველაფერი იოლი იყო. ოჯახიც იქ მყავდა. იქაური ვარ, ცხრა წლიდან ამ ქალაქში ვაგორებდი ბურთს. შემდეგ, მშობლიურ გარემოს მოვწყდი და ლონდონში გადმოვსახლდი, რამაც დამოუკიდებელ ადამიანად ჩამომაყალიბა. შემიძლია ვთქვა, რომ დღეს ბიჭი აღარ ვარ, უკვე კაცი ვარ.

გარდა ამისა, ჩემს ფორმაზე კარგად ზაფხულის დასვენებამაც იმოქმედა. მსოფლიოს ჩემპიონატზე რომ არ წამიყვანეს სასარგებლო გამოდგა. მერედა, მწვრთნელმა უფრო წინ წამწია. ახლა მეტოქის კართან უფრო ახლოს ვთამაშობ. მეტოქის მცველებს უკან შეძვრომას მავალებენ. ეს კი ჩემთვის სასურველი პოზიციაა. ასე მოსვენებული ვარ.
ადრე გოლი თუ ვერ გამქონდა ძალიან ვნერვიულობდი. ახლა მარტო გოლები არ მევალება და შესაბამისად წნეხმაც მოიკლო. ყველაფერი უფრო ადვლად მოდის“.

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული