როგორც ბრიტანული სააგენტოები აცხადებენ, ირლანდიისა და ინგლისის ფეხბურთის ასოციაციები 2011 წლის ზაფხულზე ორი ქვეყნის ნაკრებთა შეხვედრას გეგმავენ. შეხვედრა დუბლინში „ავივას“ სტადიონზე უნდა გაიმართოს.
თუ მხარეები ყველაფერს შეათანხმებენ, მატჩი 8 ივნისს ჩატარდება. საგულისხმოა, რომ ინგლისისა და ირლანდიის ნაკრებ გუნდებს ერთმანეთთან 1995 წლის შემდეგ აღარ უთამაშიათ. მაშინ, შეხვედრა „ლენსდაუნ როუდზე“ გაიმართა, უფრო სწორედ კი უნდა ჩატარებულიყო, ინგლისელი ქომაგების სექტორიდან არეულობა რომ არ წასულიყო და ფეხბურთი მეორე პლანზე არ გადასულიყო. ცნობისათვის: „ლენსდაუნ როუდი“ დუბლინში იდგა, ის დაანგრიეს და მის ადგილას ზემოხსენებული „ავივა“ ააგეს.
09:13 11-12-2010
ინგლისი ირლანდიის წინააღმდეგ
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
უძრავი ქონება
79.00 k
240.00 k
სიახლეები
პოპულარული