ვის რისი ეშინია

AutoSharing Option
სესკ ფაბრეგასმა თქვა: "ჩვენსა და "მანჩესტერ იუნაიტედს" შორის ბოლო შეხვედრაში განსხვავება ის იყო, რომ ჩვენ წაგების გვეშინოდა, მანჩესტერელებს კი ჩვენთან გამარჯვება სრულიად დასაშვებად მიაჩნდათ. დამოკიდებულაბათა შორის ასეთმა დიდმა განსხვავებამ მოედანზე ჰპოვა ასახვა. საერთოდაც შემიმჩნევია, რომ "არსენალს" დიდი თამაშების კომპლექსი აქვს, ეშინია, რომ დამარცხდება და ამიტომ უკან იხევს, ინიციატივას მეტოქეს აბარებს და თავად ლოდინს ამჯობინებს. ჩვენ ვამჯობინებთ მეტოქეებს თავიანთი ფეხბურთის თამაში ვაცადოთ და ვფიქრობთ, როგორ გამოვიჭიროთ ისინი მათსავე შეცდომაზე, არადა აჯობებდა თავად ჩაგვეგდო ინიციატივა ხელში".

ცხრილში საქმე ასეა: "არსენალი" "მანჩესტერ იუნაიტედს"
ორი ქულით ჩამორჩება, თუმცა, თამაშით მეტი აქვს. ასეა თუ ისე, ეს გადაულახავი ჩამორჩენა ნამდვილად არ არის, მაგრამ "მეთოფეთა" ესპანელი კაპიტანი შიშობს, რომ "იუნაიტედი" მათ ხასიათის სიმტკიცით სჯობს.

"მანჩესტერელები ჩვენზე აგრესიულები იყვნენ. მათ საკუთარი თავის რწმენა ეტყობოდათ, ეს კი იქიდან მოდის, რომ "იუნაიტედს" ამ სეზონში ჯერ თამაში არ წაუგია. რაც დრო გადის, სულ მეტად ვრწმუნდები, რომ ფეხბურთში ყველაფერზე მნიშვნელოვანი მენტალიტეტი და საკუთარი თავის რწმენაა. ხანდახან რაღაცას წამოიწყებ და მართალი ხარ, მაგრამ ხალხი გეუბნება, რომ ცდები და შენც საკუთარ სწორ გადაწყვეტილებაში ეჭვის შეტანას იწყებ. ეს არ შეიძლება".


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული