ფეხბურთელი სათამაშო პრაქტიკის მისაღებად "საუტენდში" გადავიდა, მაგრამ პირველივე ვარჯიშზე ტრავმა მიიღო.
19 წლის ინგლისელს მუხლის მყესები გაუწყდა. სამედიცინო შემოწმების დროს გაირკვა, რომ ფეხბურთელი 12 კვირა ვერ ითამაშებდა. ამ მიზეზით კლუბმა მას კონტრაქტი გაუწყვიტა, ფეხბურთელის იჯარა გამოითხოვეს და მიწვევას გამოჯანმრთელების შემდეგ შეპირდნენ.
მიმდინარე სეზონში ელიოტი "ვესტ ჰემის" განაცხადში ერთხელ მოხვდა, მაგრამ მოედანზე არ გასულა.