ინგლისი. პრემიერლიგა. XIX ტური: "ლივერპულმა" წელიწადი მოგებით დაასრულა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
29 დეკემბერს ინგლისის პრემიერლიგის XIX ტურის დარჩენილი შეხვედრა გაიმართა, რომელშიც "ლივერპულმა" "სუონსის" უმასპინძლა.

"ენფილდ როუდზე" გამართულ შეხვედრაში მასპინძლებმა მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს და ანგარიშით 4:1 გაანადგურეს.

მერსისაიდელთა რიგებში დუბლი ადამ ლალანამ შეასრულა, კიდევ ერთი გოლი ალბერტო მორენოს აქტივშია, "სუონსის" კარში მეოთხედ ბურთი კი ჯონჯო შელვის ავტოგოლის შედეგად აღმოჩნდა.

მასპინძელთა კარში გატანილ ერთადერთ გოლს რაც შეეხება, მისი ავტორი გილფი ტოპ სიგურდსონი გახდა.

XIX ტურის შემდეგ "ლივერპული" და "სუონსი სიტი" 28-28 ქულით სატურნირო ცხრილში, შესაბამისად, მე-8 და მე-9 პოზიციებს იკავებენ. მომდევნო ტურში,
რომელიც 1-ელ იანვარს გაიმართება, "ლივერპული" "ლესტერს" მიიღებს, ხოლო "სუონსი" "ქუინზ პარკ რეინჯერსს" ესტუმრება.

ინგლისი. პრემიერლიგა. XIX ტური
ლივერპული-სუონსი 4:1
გოლები: 1:0 მორენო (33), 2:0 ლალანა (51), 2:1 სიგურდსონი (52), 3:1 ლალანა (61), 4:1 შელვი (69-ს.კ.)
ლივერპული (3-4-3): მინოლე - სახო, შკრტელი, ჯანი - მორენო, მანკილიო, ლეივა, ჰენდერსონი - კოუტინიო (90. ბორინი), ლალანა (77. მარკოვიჩი), სტერლინგი (83. ბალოტელი)
სუონსი (4-2-3-1): ფაბიანსკი - რიჩარდსი (46. რანხელი), ფერნანდესი, უილიამსი, ტეილ­ორი - ბრიტონი (67. კი), შელვი - დაიერი, რუტლეჯი, სიგურდსონი - ბონი (62. გომისი)
გაფრთხილება: შკრტელი -
კუთხური: 8-3 ჯარიმა: 13-7 თამაშგარე: 2-2 კარში დარტყმა: 13(6)-9(2) ბურთის ფლობა: 53%-47%
მაყურებელი: 44 714

ბომბარდირები:
14 - სერხიო აგუერო (სიტი); 13 - დიეგო კოშტა (ჩელსი); 12 - ჩარლი ოსტინი (ქპრ); 10 - ალექსის სანჩესი (არსენალი); 8 - ვილფრიდ ბონი (სუონსი), გრაციანო პელე (საუთჰემპტონი), პაპის დემბა სისე (ნიუკასლი), უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი), რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული