სიტის ტრავმები

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელები დავიდ სილვა და მარიო ბალოტელი "არსენალთან" დღევანდელ შეხვედრაში ვერ ითამაშებენ. მეტიც, ესპანელ სილვაზე ამბობენ, რომ კოჭის ტრავმა მას ორ კვირას გააცდენინებს. ისტლენდელთა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ თქვა:

"ძალიან დიდი პრობლემის წინაშე აღვმოვჩნდით. დავიდი ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და ძალიან დიდ საქმეს გვიკეთებს. იმედი მაქვს, რომ 15 იანვარს "ვულვერჰემპტონის" წინააღმდეგ ის უკვე მოედანზე იქნება".

მოგეხსენებათ, დღეს "სიტი" პრემიერლიგის ცხრილში მეორე ადგილზეა. ამის მიუხედავად მანჩინიმ კარგად იცის, რომ წინ დიდი ბრძოლები ელის:

"ჩვენზე მეტი გამოცდილება აქვთ "არსენალს", "ჩელსის", "იუნაიტედსა" და "ტოტენჰემს".
ვფიქრობ, ჩემპიონიც ამ ოთხიდან ერთ-ერთი იქნება. რაც შეგვეხება ჩვენ, შევეცდებით ვიმუშაოთ და რაც შეიძლება უკეთეს შედეგს მივაღწიოთ".



.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული