სტატისტიკას თუ გადავხედავთ, უკანასკნელი 10 ურთიერთშეხვედრიდან "ჩელსის" 7 აქვს მოგებული, 2 შეხვედრა ფრედ დასრულდა, "ლურჯები" მხოლოდ ერთხელ დამარცხდნენ.
ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნას ვერ შევადარებთ, მაგრამ "ოლდ ტრაფორდზე" დამარცხდა "მანჩესტერ იუნაიტედიც", თანაც, პრინციპულ მეტოქე "არსენალთან" და ინგლისის ასოციაციის
არადა, ეს ტურნირი ლუი ვან გაალისთვის ამ სეზონში ტიტულის მოგების ერთადერთი შანსი იყო. ახლა კი "წითელი ეშმაკები" "ტოტენჰემს" მასპინძლობენ. მაურისიო პოჩეტინოს გუნდი ცუდად არ გამოიყურება და "იუნაიტედის" უშუალო კონკურენტია.
ამ კლუბებს შორის 3-ქულიანი სხვაობა და "ლივერპულია". ასე რომ, თუ მანჩესტერელები ვერ მოიგებენ ოთხეულში მოხვედრის შანსებს შეიმცირებენ.
საინტერესოა, ამჯერად, რა ტაქტიკით ითამაშებსვან გაალი და აქვს თუ არა ჰოლანდიელს შესაშურ ფორმაში მყოფი ჰარი კეინის შეჩერების რაიმე კონკრეტული გეგმა.
მანჩესტერელებს "ტოტენჰემის" მერე, "ლივერპული", "ასტონ ვილა", "სიტი" და "ჩელსი" ელოდებათ, ალბათ, დიდწილად სწორედ ამ მონაკვეთში გადაწყდება "იუნაიტედის" ბედი და გამოჩნდება, რამდენად ახერხებს გუნდი ოთხეულში მოხვედრას.
აღსანიშნავია, რომ "მანნჩესტერს" "დეზები" 5 შეხვედრაა, არ დაუმარცხებია - 3 ფრე და 2 წაგება. "ტოტენჰემმა" ნახსენები ორივე გამარჯვება გასვლაზე მოიპოვა.
"ლივერპულს" რაც შეეხება, ბრენდან როჯერსის გუნდი ტურს "ლიბერთი სტედიუმზე" სტუმრობით დაასრულებს. ჩრდილოირლანდიელი ეცდება, რომ თავის ყოფილ კლუბსა და ყოფილ შეგირდს გარი მონკს მოუგოს. მერსისაიდელებს განსაკუთრებით გამარჯვება იმიტომაც სჭირდებათ, რომ "მანჩესტერთან" და "არსენალთან" კიდევ უფრო რთულ იშეხვედრები ახლოვდება.
"თეთრი გედების" მხრიდან ექსლივერპულელი ჯონჯო შელვი იქნება, როგორც ყოველთვის, მოწადინებული.
"არსენალს" უკანასკნელ 23 შეხვედრაში 18 მოგება, 4 მარცხი და ერთადერთი ფრე აქვს. ეს არცთუ ურიგო შედეგია და "მეთოფეები" ოთხეულშიც ინარჩუნებენ ადგილს, მაგრამ მათდა საუბედუროდ, 4 წაგებიდან ერთ-ერთი "მონაკოსთან" იგემეს (1:3), "ლუი მეორეზე" ამაზე უკეთესი შედეგით გამარჯვება ძალიან რთული იქნება, მაგრამ არსენ ვენგერს თავისი ყოფილი გუნდის დამარცხების იმედი ჯერ არ დაუკარგავს.
მეორე მხრივ, "ვესტ ჰემთან" ლონდონის დერბიში ძალებს შეინახავსო ამასაც ვერ ვიტყვით, რადგან "არსენალს" პრემიერლიგაშიც არ აქვს ფეხის დაცდენის უფლება. "მეთოფეებისთვის" კარგია ის, რომ "ჩაქუჩები" ცუდ ფორმაში არიან, მათ 7 თამაშია არ უმარჯვიათ, აქედან 6-ჯერ პრემიერლიგაში. სემ ალარდაისის ბიჭები მე-10 ადგილამდე დაქვეითდნენ.
არანაკლებ საინტერესოა აუტსაიდერთა მონაწილეობით მატჩებიც. მაგალითად, ერთ-ერთი მათგანი, "ბარნლი" "სიტის" მასპინძლობს და ეს დუელი ორივე გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
"ქალაქელების" ბანაკში ახლა არეულობაა მანუელ პელეგრინის გამარჯვება სჭირდება. "ბარნლი" კი ცხრილში მისი მეზობელი "ქუინზ პარკის" არ იყოს, თუ ქულების დაგროვებას მალე ვერ დაიწყებს, ისეთივე გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდება, როგორშიც "ლესტერია", რომელსაც შანსები მართლაც აღარ შერჩება თუ შინ "ჰალს" ვერ მოუგებს.
მე-8 ადგილამდე აცოცებული "სტოკი" ტონი პულისის "ვესტ ბრომვიჩს" ეწვევა, კარგი ჯახი უნდა გამოუვიდეთ "ევერტონსა" და "ნიუკასლს", ხოლო "ლაითზე" "სანდერლენდსა" და "ასტონ ვილას" შორის ექვსქულიანი მატჩია.
პრემიერლიგა. XXIX ტური
შაბათი. 14 მარტი
კრ. პალასი-ქპრ 16:45
დისკვალიფიკაცია: იედინაკი - ბარტონი
ტრავმა: მატჩი, იაია სანოგო, თომასი, უილიამსი, ფ. კემპბელი - ფურლონგი, ტაარაბტი, ფერი, დანი, ფორლინი
ბოლო 6 მატჩი
+2 =1 -3 +1 =0 -5
ურთიერთშეხვედრები
სულ 11 თამაში: +3 =5 -3 (9-11)
არსენალი-ვესტ ჰემი 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: შჩესნი, ფლამინი, დიაბი, არტეტა, დებიუში - კ. კოული, კეროლი
ბოლო 6 მატჩი
+5 =0 -1 +0 =3 -3
ურთიერთშეხვედრები
სულ 113 თამაში: +54 =32 -27 (187-128)
ლესტერი-ჰალი 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ბაკაიოგო - ჩესტერი, როსენიორი, ბრედი, სნოდგრასი
ბოლო 6 მატჩი
+0 =1 -2 +2 =2 -2
ურთიერთშეხვედრები
სულ 1 თამაში: +1 =0 -0 (1-0)
სანდერლენდი-ასტონ ვილა 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ბაკლი, ჯაკერინი - რიჩარდსონი, სისოხო, ვლაარი, ბეიკერი, კოზაკი
ბოლო 6 მატჩი
+1 =3 -2 +1 =0 -5
ურთიერთშეხვედრები
სულ 157 თამაში: +50 =41 -66 (234-250)
ვესტ ბრომვიჩი-სტოკი 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: - შოუკროსი, აირლენდი, მუნიესა, ოდემვინგი, ბოიანი
ბოლო 6 მატჩი
+2 =2 -2 +4 =1 -1
ურთიერთშეხვედრები
სულ 93 თამაში: +31 =23 -39 (128-139)
ბარნლი-სიტი 21:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: მარნი, დამიგენი, ლონგო -
ბოლო 6 მატჩი
+0 =2 -4 +3 =2 -1
ურთიერთშეხვედრები
სულ 73 თამაში: +26 =18 -29 (112-131)
კვირა. 15 მარტი
ჩელსი-საუთჰემპტონი 16:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ობი მიკელი - ისგროვი, გალაჰერი, ჯეი როდრიგესი, მაიუკა
ბოლო 6 მატჩი
+4 =2 -0 +2 =1 -3
ურთიერთშეხვედრები
სულ 63 თამაში: +28 =17 -18 (101-81)
ევერტონი-ნიუკასლი 20:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ბეინსი, ატსუ, ოვიედო, ჰიბერტი - დამეტი, ჰაიდარა, კაბელია, ტიოტე, ელიოტი, აარონსი, ს. დე იონგი, ს. ტეილორი
ბოლო 6 მატჩი
+1 =2 -3 +2 =2 -2
ურთიერთშეხვედრები
სულ 159 თამაში: +62 =34 -63 (237-239)
მანჩესტერი-ტოტენჰემი 20:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ვან პერსი -
ბოლო 6 მატჩი
+4 =1 -1 +4 =1 -1
ურთიერთშეხვედრები
სულ 147 თამაში: +74 =39 -34 (248-182)
ორშაბათი. 16 მარტი
სუონსი-ლივერპული 00:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ბარტლი - სახო, ხოსე ენრიკე, ლუკასი, ჯონსი, ფლენეგანი, აიბი
ბოლო 6 მატჩი
+3 =1 -2 +5 =1 -0
ურთიერთშეხვედრები
სულ 11 თამაში: +2 =4 -5 (11-23)
ბომბარდირები:
17 - დიეგო კოშტა (ჩელსი), სერხიო აგუერო (სიტი); 16 - ჰარი კეინი (ტოტენჰემი); 15 - ჩარლი ოსტინი (ქპრ); 13 - ალექსის სანჩესი (არსენალი); 12 - საიდო ბერაჰინო (ვესტ ბრომვიჩი); 11 - პაპის დემბა სისე (ნიუკასლი)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"