სქოულზს ასეთი პროგნოზის საფუძველს მანჩესტერში გავრცელებული ხმები აძლევს.
"ყველაფერი, რაც მანჩესტერში მესმის, მიანიშნებს, რომ "სიტის" გვარდიოლა ჩაიბარებს, როდესაც მას "ბაიერნთან" კონტრაქტის ვადა ამოეწურება", - აქვეყნებს სქოულზის ნათქვამს Independent-ი.
შეგახსენებთ, რომ გვარდიოლას ხელშეკრულება გერმანულ გრანდთან ძალაში 2016 წლამდეა.
ამასთან, სქოულზი ფიქრობს, რომ დორტმუნდის "ბორუსიის" თავკაცი იურგენ კლოპი, რომელიც სეზონის დასრულების შემდეგ კლუბს დატოვებს, პრემიერლიგაში წარმატებას მიაღწევდა.