„მანჩესტერ სიტის“ თავდამსხმელი როკე სანტა კრუსი „ბლექბერნში“ დაბრუნებასთან ძალიან ახლოს არის. უფრო ზუსტად, საქმე ასეა: კლუბები უკვე შეთანხმდნენ, რომ პარაგვაელი სეზონის ბოლომდე „ბლექბერნში“ ითამაშებს, თუმცა, ამ პერიოდში, იურიდიულად კვლავ „სიტის“ ფეხბურთელად დარჩება.
ახლა საქმე მეორე ეტაპზეა მიმდგარი - დაბრუნდება თუ არა 29 წლის თავდამსხმელი თავის ძველ კლუბში იურიდიულადაც? ეს, ზაფხულზე უნდა მოხდეს, ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, თუმცა, ალბათ, ხვდებით, რომ ბლექბერნელთათვის „ისტლენდური ხელფასის“ გადახდა იოლი საქმე არ არის. „სიტიში“ სანტა კრუსი კვირაში 90 ათას ფუნტს იღებს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ, ჯერჯერობით, ამ თანხის
„ბლექბერნი“ „ბარსელონადან“ 19 წლის თავდამსხმელის რუბენ როჩინას გადაყვანასაც აპირებს. 800 ათასიანი გარიგებისთვის ბეჭდის დასმას ბევრი არაფერი აკლია.