ავრამ გრანტს "ვესტ ჰემისა" და "არსენალის" შეხვედრის წინ ოჯახი "ჩაქუჩთა" მწვრთნელის თანამდებობიდან გადადგომას ურჩევდა. ეს ამბავი სწორედ იმ დღეებში მოხდა, როდესაც ინგლისურ პრესაში ყოველ დღე იწერებოდა, რომ ლონდონურ დერბიში დამარცხების შემთხვევაში გრანტს მარტინ ო"ნილი შეცვლის. ნიადაგ ასეთი ცნობების წაკითხვა ებრაელი მწვრთნელისთვის, რასაკვირველია, ძალიან შეურაცხმყოფელი იყო და ამიტომაც მოიწვია `ოჯახური თათბირი~, რომელშიც მეუღლე და შვილები მონაწილეობდნენ. ოჯახის წევრებს უნდოდათ, გრანტს `არსენალთან~ შეხვედრისთვის თავი აერიდებინა, რადგან `მეთოფეები~ მის გუნდს დაამარცხებდნენ, რის შემდეგაც მას თანამდებობიდან გააგდებდნენ და ეს ძნელი შესაგუებელი იქნებოდა. მოგეხსენებათ, `არსენალმა~
მართლაც 3:0 მოუგო პრემიერლიგის აუტსაიდერს, თუმცა გრანტმა ოჯახს არ დაუჯერა და ამ შეხვედრაში კვლავ თავის ამპლუაში იყო. თამაში რომ დასრულდა მან `ვესტ ჰემის~ შარფი მოიხსნა და მაყურებლებს გადაუგდო - ეს ერთგვარი გამომშვიდოდებაც იყო.
გრანტების ოჯახის მავანმა მეგობარმა ტაბლოიდებს უამბო: `ავრამის ცოლ-შვილს უნდოდა, რომ ის გადამდგარიყო, რადგან მის ჯანმრთელობაზე ზრუნავდნენ. მათ კარგად ესმოდათ, თუ რა ზეწოლისთვის უნდა გაეძლო იმ დღეს მათ უახლოეს ადამიანს და წაგების შემთხვევის რა მუხანათობის მსხვერპლი უნდა გამხდარიყო. ყოველდღე იმის წაკითხვა და მოსმენა, რომ სამსახურიდან აგდებენ ძნელი იყო, მაგრამ ავრამმა მაინც ვერ შეძლო თანამდებობიდან გადადგომა. სხვათაშორის წაგების მიუხედავად `ვესტ ჯემის~ ბიჭებმაც ივაჟკაცეს, თავი დადეს, რომ ყველაფერი კარგად დასრულებულიყო. მატჩის შემდეგ გასადელში შესულს ბიჭებმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს, მერე კი ისიც გახდა ცნობილი, რომ ო"ნილი `ვესტ ჰემის~ მწვრთნელობაზე უარს ამბობს~.
საბოლოოდ ავრამ გრანტი თანამდებობაზე დარჩა. გუშინ, `ჩაქუჩების~ მეპატრონეებს დევიდ სალივანსა და დევიდ გოლდს ის სატრანსფერო საკითხებზე სალაპარაკოდ ჰყავდათ დაბარებული.