ინგლისის ნაკრების მწვრთნელი ფაბიო კაპელო „მანჩესტერ სიტის“ მეკარეს ჯო ჰარტს ყურადღების მაქსიმალურ მოკრებას ურჩევს - ასე 23 წლის გოლკიპერი მსოფლიო კლასის ოსტატად ჩამოყალიბდებაო, ამბობს იტალიელი. ჰარტს, რომლის სიმაღლეც 191 სანტიმეტრია, ისტლენდზე და ეროვნულ გუნდში უკვე მყარად უკავია ადგილი, მაგრამ კაპელოს ეს არ აკმაყოფილებს და უნდა ის მსოფლიოს საუკეთესოთა შორის იხილოს. ნაკრების თავკაცმა თქვა:
„ის უნდა მიხვდეს, რომ როდესაც ამა თუ იმ გუნდის კარს იცავ, ყურადღების მოდუნების უფლება არც ერთი წამით არ გაქვს. სულ ერთია ვის ხვდები, „მანჩესტერ იუნაიტედს“, „არსენალს“, „ჩელსის“
ერთი შეცდომის გამო, რომელიც ჯო ჰარტმა ფეხბურთის ასოციაციის თასზე „ლესტერის“ წინააღმდეგ თამაშის დროს დაუშვა, „მანჩესტერ სიტის“ გადათამაშება მოუწია - ასეთი დატვირთული განრიგის დროს კი ყოველი ზედმეტი თამაში დიდ ენერგიას ითხოვს. ეს შეცდომა კაპელოს, რასაკვირველია, შეუმჩნეველი არ დარჩენია.
„დიახ, ის შეცდა, მაგრამ ჰარტი ჯერ ახალგაზრდაა. ჩვენთვის, ინგლისის ნაკრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მან ყოველ შეხვედრაში პირველიდან ბოლო წამადე ყურადღებით თამაში ისწავლოს. გონების გადართვა დაუშვებელია.
რა თქმა უნდა ძალიან ძნელია იყო ისეთი გუნდის წევრი, რომელიც დიდძალ ფულს იხდის და გამარჯვებას ითხოვს. ასეთ დროს უნდა გესმოდეს, რომ ცხრილში შენზე დაბლა მდგომი ნებისმიერი მოწინააღმდეგე ყველა ღინეს იხმარს, რათა დაგამარცხოს. ამიტომაც, ჰარტი ვალდებულია ყოველ ტურში საუკეთესო ფორმაში იყოს“.