29 დეკემბერს, "მანჩესტერ სიტისთან" შეხვედრის დროს სტადიონზე მისული გუნდის თითოეული ქომაგი უფასოდ მიიღებს თითო ქილა ლუდს.
მსგავსი აქცია "ლესტერის" ხელმძღვანელებმა გასული სეზონის ბოლო საშინაო შეხვედრის დროსაც გამართეს - ოღონდაც მაშინ "მელიები", დღევანდელი მდგომარეობისგან განსხვავებით, პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძოდნენ.
შეგახსენებთ, რომ 17 ტურის შემდეგ "ლესტერი" სატურნირო ცხრილს 38 ქულით ლიდერობს. 2 ქულით ნაკლები აქვს მის მდევარ ლონდონის "არსენალს".
ლივერპულთან თამაშის წინ მოთამაშეებს 3-3 რომ დაურიგდეთ და მიირთვან, არა? :-)