ეს "არსენალთან" შეხვედრამაც დაადასტურა, მერსისაიდელებმა ლიდერს ქულები დააკარგვინეს და ახლა იურგენ კლოპს ზედიზედ მეორე რთული და პრინციპული მატჩი ელის, მაგრამ ეს შეხვედრაც "ენფილდზე" გაიმართება და "ლივერპულს" ფანების მხურვალე მხარდაჭერა გარანტირებული აქვს, მათ ხომ "ევერტონთან" ერთად ყველაზე მეტად სწორედ "მანჩესტერ იუნაიტედი" არ უყვართ.
დიდი ჯახის წინ
დიახ, "ენფილდზე" სათამაშოდ სწორედ "წითელი ეშმაკები" ჩადიან და თავისუფლად შეიძლება მოხდეს ისე, რომ არც ისე დიდი ხნის მოსული იურგენ კლოპი ჰოლანდიელი ვიზავის, ლუი ვან რაც შეეხება ურთიერთშეხვედრებს, ბოლო 3 მატჩი "მანჩესტერს" "ლივერპულთან" მოგებული აქვს, ბურთების საერთო სხვაობით - 8:2.
"ბრიტანიაზე" თოფი უნდა გავარდეს
ამასობაში, თუ "არსენალს" პირველი ადგილის შენარჩუნება სურს "ბრიტანიაზე" უნდა იმარჯვოს, რაც ძალიან ძნელი იქნება. "სტოკი" აღარ ხუმრობს, გუნდი უკვე მე-7 საფეხურზეა და ჩემპიონთა ლიგის ზონას ოდენ 4 ქულით ჩამორჩება. "მეთოფეები" კი "ლივერპულთან" ბოლო წამებზე გაშვებული გოლისა და დაკარგული ორი ქულის მონელებას ეცდებიან, თანაც ნავსის გატეხვას - "ბრიტანიაზე" "არსენალს" 5 ვიზიტია არ მოუგია - 2 ფრე, 3 წაგება."მელიები" აღარ ხუმრობენ
კლაუდიო რანიერის "ლესტერმა" "ტოტენჰემთან" მოგებით უგოლო სერია შეწყვიტა და იტალიელმა ტაქტიკოსმა ისიც გვიჩვენა, რომ "მელიებს" რიად მაჰრეზისა და ჯეიმი ვარდის ჩარევის გარეშე შეუძლიათ გოლის გატანა. რანიერიმ ლესტერშირელთა თამაშში გარკვეული პრაგმატიზმი გამოურია და ფაქტია, გუნდმა მცირე კრიზისი დაძლია და ისევ წინ წაიწია, ახლა კი თუ "ლესტერს" რამეზე პრეტენზია აქვს ბოლოადგილოსან "ასტონ ვილას" უნდა მოუგოს. თუმცა ბირმინგემელები კარგ ხასიათზე არიან, მათ წინა ტურში დიდი ხნის ნანატრი გმარჯვება მოიპოვეს.
"ჩელსის" და "სიტის" გეგმები
რას დასჯერდება "ევერტონთან" გუს ჰიდინკი ეს უკვე "სტემფორდ ბრიჯზე" გამოჩნდება. რობერტო მარტინესის "კანფეტებმა" სტუმრად "სიტისთან" არ წააგეს და ახლა, სულ ცოტა, იგივე შედეგის გამეორებას აპირებენ "ლურჯებთანაც". თავად, "სიტი" კი ორი ქულის დაკარგვისა და კონკურენტების უფრო წინ გაშვების მერე, "კრისტალ პალასის" წასაქცევად ემზადება. პრინციპში თუ "არწივებმა" "ასტონ ვილასთან" წააგეს, "ქალაქელებისთვის" წინააღმდეგობის გაწევა მით უფრო უნდა გაუჭირდეთ, მაგრამ როგორი არაპროგნოზირებადი გუნდია "პალასი", ალბათ, ესეც მოგეხსენებათ.
სხვები
ზემოთნახსენები "ტოტენჰემი" "სანდერლენდს" მასპინძლობს. "შავი კატების" მთავარი იმედი "ტოტენჰემის" ყოფილი ვარსკვლავი ჯერმინ დეფოა, რაც ამ დაპირისპირებას დამატებით ინტრიგას სძენს, თანაც ვეტერანმა ფორვარდმა წინა შეხვედრაში ჰეთ თრიკი შეასრულა. "დეზები" კი პირიქით, უხასიათოდ არიან "ლესტერთან" წაგების მერე, რის გამოც მაურისიო პოჩეტინოს გუნდი ცოტა ჩამორჩა და შეცდომები აღარ უნდა დაუშვას.
საინტერესო დამთხვევაა, რომ "სანდერლენდის" დარად, ქულები სჭირდება მის მტერსა და მეზობელ "ნიუკასლსაც", რომელიც "ტოტენჰემის" მეზობელსა და თანაქალაქელს "ვესტ ჰემს" ხვდება.
"ჩაქუჩები" დიმიტრი პაიეს დირიჟორობით შეეცდებიან ჯორდების წაქცევას და ოთხეულში შებიჯებას, სადამდეც მათ ოდენ ქულა აშორებთ. "კაჭკაჭები" კი "მანჩესტერთან" ჩადენილი პატარა გმირობით არიან შეგულიანებულნი.
"უოტფორდთან" მოგება კარგია, მაგრამ მართლაც გამოვიდა თუ არა კრიზისიდან "საუთჰემპტონი", ამას ჩვენ "სენტ მერიზე" "წმინდანებისა" და "ვესტ ბრომვიჩის" დაპირისპირებისას უკეთ ვნახავთ. რონალდ კუმანის გუნდი ფავორიტი იქნება, მაგრამ ფავორიტი "ალბიონთან" "ჩელსიც" გახლდათ და მხოლოდ ქულას დასჯერდა.
ტური კი ორშაბათს დასრულდება - "სუონსი" რომელსაც არაფერი შველის და ფეხზე ლოდგამობმულივით ეშვება ფსკერისკენ, საკუთარ "ლიბერთიზე" "უოტფორდს" მასპინძლობს, გუნდს რომელთანაც პრემიერლიგაში აქამდე სამჯერ აქვს ნათამაშები და სამივეჯერ წაგებული.
უოტფორდელებმა სეზონის ერთ-ერთი ყველაზე უსახური მატჩი წინა ტურში ჩაატარეს "საუთჰემპტონთან" და კიკე სანჩეს ფლორესი თავის შეგირედებს კარგად შეუძახებდა.
შაბათი. 16 იანვარი
ტოტენჰემი-სანდერლენდი 16:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ნ’ჟიე - როდუელი, მეტიუზი, ლარსონი, ქაბული
ბოლო 6 მატჩი
+3 =1 -2 +2 =0 -4
ურთიერთშეხვედრები
სულ 103 თამაში: +41 =28 -34 (141-134)
სიტი-კრ. პალასი 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: კომპანი, ნასრი - გეილი, ვიქჰემი, ბოლაზი, აპია
ბოლო 6 მატჩი
+3 =2 -1 +2 =2 -2
ურთიერთშეხვედრები
სულ 29 თამაში: +14 =7 -8 (41-27)
ჩელსი-ევერტონი 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: რემი, კეჰილი, ფალკაო, ატსუ, აზარი - მაკარტი, ოვიედო, ბრაუნინგი, ჰიბერტი, პიენაარი
ბოლო 6 მატჩი
+2 =3 -1 +1 =3 -2
ურთიერთშეხვედრები
სულ 153 თამაში: +56 =47 -50 (237-230)
ბორნმუთი-ნორვიჩი 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: რენტი, კინგი, ელფიკი, გრადელი, უილსონი, მინგსი -
ბოლო 6 მატჩი
+2 =2 -2 +3 =1 -2
ურთიერთშეხვედრები
სულ 1 თამაში: +0 =0 -1 (1-3)
საუთჰემპტონი-ვესტ ბრომვიჩი 19:00
დისკვალიფიკაცია: ვანიამა -
ტრავმა: სედრიკი, ჯეი როდრიგესი, გარდოში - ოლსონი, ანიჩებე, ფოსტერი
ბოლო 6 მატჩი
+2 =0 -4 +2 =2 -2
ურთიერთშეხვედრები
სულ 41 თამაში: +13 =14 -14 (44-44)
ნიუკასლი-ვესტ ჰემი 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ანიტა, სისე, უილიამსონი, აიდარა, აარონსი, რივიერი, ტეილორი, ობერტანი, კრული - კუიატე, ვალენსია, სახო, ლანსინი
ბოლო 6 მატჩი
+1 =2 -3 +3 =3 -0
ურთიერთშეხვედრები
სულ 97 თამაში: +39 =25 -33 (150-136)
ასტონ ვილა-ლესტერი 21:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: გრილიში, აგბონლაჰორი, ჰატონი, სანჩესი, ადამა ტრაორე, ამავი - შლუპი
ბოლო 6 მატჩი
+1 =2 -3 +3 =2 -1
ურთიერთშეხვედრები
სულ 79 თამაში: +25 =21 -33 (140-157)
კვირა. 17 იანვარი
ლივერპული-მანჩესტერი 18:05
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: კოუტინიო, აიბი, ლოვრენი, როსიტერი, სტარიჯი, შკრტელი, ორიჯი, გომესი, ინგსი - პაუელი, შვაინშტაიგერი, ჯონსი, შოუ, ვალენსია
ბოლო 6 მატჩი
+2 =2 -2 +4 =1 -1
ურთიერთშეხვედრები
სულ 161 თამაში: +53 =44 -64 (202-223)
სტოკი-არსენალი 20:15
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: აირლენდი, მუნიესა, გივენი - როსიცკი, უელბეკი, კოკლენი, კასორლა
ბოლო 6 მატჩი
+3 =1 -2 +4 =1 -1
ურთიერთშეხვედრები
სულ 89 თამაში: +24 =20 -45 (82-139)
ორშაბათი. 18 იანვარი
სუონსი-უოტფორდი 00:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: - ჯილმარტინი, ეკსტრანდი
ბოლო 6 მატჩი
+1 =2 -3 +2 =1 -3
ურთიერთშეხვედრები
სულ 3 თამაში: +0 =0 -3 (2-6)
ბომბარდირები: 15 - ჯეიმი ვარდი (ლესტერი), რომელუ ლუკაკუ (ევერტონი); 13 - ოდიონ იგალო (უოტფორდი), რიად მაჰრეზი (ლესტერი); 12 - ოლივიე ჟირუ (არსენალი); 11 - ჰარი კეინი (ტოტენჰემი); 9 - ჯერმინ დეფო (სანდერლენდი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"