რაღაც გეშლებათ, რუნის გარდა ბევრს შესთავაზეს, მაგ. იბრაგიმოვიჩს, ოღონდ არა წელიწადში არამედ 3-4 წლიან კონტრაქტებზეა ლაპარაკი და 100 მლნ. მთლიანი ხელფასია.
"levan"-ს. ეს ჩინური მხარისგან სწორი შეთავაზებაა ბიზნესის კუთხით. კერძო პირი არ ცადებს ფეხბურთის განვითარებაში თანხას და არ დაელოდება გაურკვეველ შედეგს გაურკვეველი დროით, ანუ წყალში ფულს არ გადაყრის. რუნის შეძენის შემთხვევაში მის საკუთრებაში მყოფ კლუბს შედეგიც ექნება, მაყურებელთა დასწრებაც გარანტირებული და უამრავ სარეკლამო, საქველმოქმედო, თუ სხვა ღონისძიებებში რუნის მონაწილეობა. მაისურების და აქსესუარების გაყიდვა. ანუ, ის ჩადებულ თანხასაც მალე ამოიღებს და დიდ მოგებას ნახავს. გაიხსენეთ, როდესაც მადრიდის "რეალმა" დევიდ ბექჰემი შეიძინა, მისი მაისურების, მისი გამოსახულებით აქსესუარების, ჭიქების, პლაკატების, ქუდების და ა.შ. გაყიდვით ჩემპიონატის დაწყებამდე დახარჯული თანხა უკვე ამოღებული ქონდა. ასე რომ,ჩინელი ბიზნესმენისთვის სწორი გადაწყვეტილებაა. პრინციპში, თუ ეს შეტავაზება რეალურია, რუნიც უნდა დათანხმდეს.