გასულ სეზონში რიერამ მხოლოდ 12 პრემიერლიგირი მატჩი ჩაატარა, აქედან ძირითად შემადგენლობაში – ერთადერთი. "ლივერპულმა" იგი 2008 წელს "ესპანიოლიდან" რვა მილიონ გირვანქად შეიძინა. ცსკა-ს გარდა, მისით კიდევ ორი მოსკოვური კლუბი, "სპარტაკი" და "დინამო" იყო დაინტერესებული.
ცოტა ხნის წინ რიერამ "ლივერპულში" სათამაშო პრაქტიკის გამო უკმაყოფილება გამოთქვა, რისთვისაც ორი კვირის ხელფასით, 70 ათასი გირვანქით დააჯარიმეს.