კარლო ანჩელოტი: ჩვენ შეგვიძილა

AutoSharing Option


კარლო ანჩელოტი ამბობს, რომ მისი გუნდი, „ჩელსი“, პრემიერლიგის ტიტულის შენარჩუნებას შეძლებს, მიუხედავად იმისა, რომ ჯო კოულიც გაუშვა და, როგორც ეტყობა, „ლივერპულისგან“ არც ფერნანდო ტორესის ყიდვას აპირებს. და კიდევ, ინგლისის ჩემპიონთა იტალიელმა მწვრთნელმა ირიბად „მანჩესტერ იუნაიტედსაც“ გაჰკრა კბილი — ახალ სეზონში ყველაზე დიდი კონკურენტი შესაძლოა „მანჩესტერ სიტი“ იყოსო.

ისე, საინტერესოა: მიმდინარე სატრანსფერო სეზონზე „ლურჯებმა“ ჯერჯერობით მხოლოდ ერთი ფეხბურთელი დაიმატეს — „ლივერპულისგან“ ისრაელის ნაკრების ნახევარმცველი იოსი ბენაიუნი იყიდეს და ამ საქმეში მხოლოდ და მხოლოდ 5 მილიონი ფუნტი გადაიხადეს. ამბობდნენ, რომ ლონდონელებმა მერსისაიდელებს

ფერნანდო ტორესზეც ჩამოუგდეს სიტყვა, მაგრამ ესპანელს „ლივერპული“ 50 მილიონ ფუნტად (59,14 მილიონ ევროდ) აფასებს და არ არის გამორიცხული ვაჭრობა შეწყდეს. ანჩელოტიმ თქვა:
„ჩვენ მეტი თავდამსხმელი არ გვჭირდება, მოგება ახლანდელი შემადგენლობითაც შეგვიძლია. ჩვენ შეგვწევს ძალა დავიცვათ ინგლისის ჩემპიონის ტიტული. ჩვენ ვალდებულნიც კი ვართ ეს ტიტული დავიცვათ. ყველა ღონეს ვიხმართ, რათა ყველა შეჯიბრებაში წარმატებას მივაღწიოთ“.

როგორც ზემოთ მოგახსენეთ, იტალიელმა ისტლენდერები შეაქო:

„ეს გუნდი გასულ სეზონთან შედარებით გაცილებით ძლიერად ითამაშებს. „მანჩესტერ სიტიში“ ფანტასტიკური ფეხბურთელები თამაშობენ და ჩვენ ტიტულისთვის ბრძოლაში უდიდეს წინააღმდეგობას გაგვიწევენ“.

გასულ შაბათს „ჩელსიმ“ „კრისტალ პალასთან“ ითამაშა და 1:0 მოიგო. ამ შეხვედრაში ახალმა შენაძენმა იოსი ბენაიუნმა ვერ ითამაშა — საზარდული აწუხებს, თუმცა ლონდონელთათვის სასიხარულო იყო, რომ გამოჯანმრთელდა განელი ნახევარმცველი მიკაელ ესიენი, რომელმაც შვიდთვიანი მკურნალობის შემდეგ მოედანზე დაბრუნება შეძლო და „კრისტალ პალასს“ გაუტანა კიდეც ის ერთადერთი გოლი. ესიენი ძალიან აკლდა თავისი ქვეყნის გვარიანად ძლიერ ნაკრებს ცოტა ხნის წინ დასრულებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე, სადაც განელებმა მეოთხედფინალში გააღწიეს. სამაგიეროდ, „ჩელსის“ მუნდიალის მონაწილე სხვადასხვა ნაკრებში ჰყავდა თავისი ფეხბურთელები მივლინებული, რომელთაც ანჩელოტი ჯეროვნად დასვენებას უპირებს:

„იმ მოთამაშეებს, რომელთაც მსოფლიოს ჩემპიონატში მიიღეს მონაწილეობა, ისე დავასვენებ, რომ სეზონის დაწყებას აღდგენილი ძალებით შეხვდნენ — თქვა იტალიელმა მწვრთნელმა და დასძინა — ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი ჩემპიონთა ლიგასი კარგად გამოსვლაა. გასულ სეზონში შეჯიბრებიდან ძალიან ადრე გავვარდით“.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში, ჩემპიონთა ლიგის გათამაშებიდან, „ჩელსი“, მეოთხედფინალში, მომავალმა გამარჯვებულმა „ინტერმა“ გამოაგდო.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული