"ლესტერის" ფეხბურთელებზე მოთხოვნაა - მაჰრეზი და კანტე გუნდს ტოვებენ?

AutoSharing Option
ინგლისურ "ლესტერ სიტის" ნახევარმცველ ნგოლო კანტეთი ლონდონის "არსენალი" დაინტერესდა.

როგორც The Times-ი იტყობინება, სეზონის დასრულებისთანავე საფრანგეთის ეროვნული ნაკრების 25 წლის ფეხბურთელი, სავარაუდოდ, სწორედ ლონდონურ კლუბში გადაბარგდება. კანტეს ასევე "მანჩესტერ სიტის" და ლონდონის "ჩელსის" უკავშირებდნენ.

ამასთანავე, წყაროს ინფორმაციით, ზაფხულში "ლესტერს" რიად მაჰრეზის შენარჩუნება გაუჭირდება, რომელსაც საკმაოდ სარფიანი წინადადებები აქვს სხვა გუნდებისგან.
ასევე დაგაინტერესებთ