მოგეხსენებათ, 31 წლის ფრანგს ზაფხულში კონტრაქტი ეწურება და შესაძლოა თავისუფალი აგენტი გახდეს. "ჩელსიმ" ნახევარმცველთან კონტრაქტის გახანგრძლივება სექტემბერში სცადა, თუმცა მხარეები ხელშეკრულების ვადაზე ვერ შეთანხმდნენ.
სამწუხაროდ, ნგოლო საფრანგეთის ნაკრებს მუნდიალზე გამოაკლდება. კანტეს ტრავმა აწუხებს, რის გამოც ამ სეზონში ლონდონელთა შემადგენლობაში მხოლოდ 2 მატჩი ჩაატარა.
მომზადებულია Sports-ის მიხედვით