"არაბეთში ჩამოსვლა არ გაბედოთ, იცით, აქ რა ხდება? სხვა არჩევანი არ მქონდა..." - მაჰრეზის მეუღლე შოკისმომგვრელ დეტალებზე საუბრობს

AutoSharing Option
გასულ ზაფხულს პრემიერლიგის ვარსკვლავი რიად მაჰრეზი "მანჩესტერ სიტიდან" საუდის არაბეთის "ალ აჰლის" 33.7 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა.

მისმა მეუღლემ ტეილორ ვარდიმ Amazon Prime-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ საუდის არაბეთში ცხოვრება მისთვის ურთულესია.

"იქ ცხოვრება ძალიან რთულია, თუმცა სხვა არჩევანი არ მაქვს. შოკში ვიყავი, როცა რიადმა მითხრა, რომ მანჩესტერიდან უნდა წავსულიყავით და საცხოვრებლად ჯიდაში გადავსულიყავით. ამიხსნა, რომ ეს თამაშის წესი იყო.

ვიცოდი, რომ საუდის არაბეთში კონსერვატიული შეხედულებები არსებობდა, წინასწარ გავარკვიე, აუზში როგორი ტანსაცმლის ჩაცმა შეიძლებოდა, იცით, რა მიპასუხეს? - ბოდიში, მაგრამ აუზი
მხოლოდ მამაკაცებისთვის არის განკუთვნილიო.

ამ ყველაფერმა ჩემზე ძალიან იმოქმედა, იქ ცხოვრების წესი ძალიან განსხვავებულია, ამიტომ კარგად დაფიქრდით, სანამ აქ ჩამოსვლას გადაწყვეტთ", - განაცხადა ვარდიმ.

შეგახსენებთ, მაჰრეზს "ალ აჰლისთან" კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

altრიად მაჰრეზი "ალ აჰლიში" გადავიდა

alt"ალ აჰლი" მაჰრეზის თაობაზე "სიტის" დაუკავშირდა - არაბები ალჟირელს სარფიან ხელშეკრულებას სთავაზობენ

alt"ალბათ, მათ "მანჩესტერ სიტი" სძულთ..." - რიად მაჰრეზი "ლივერპულზე"

მკითხველის კომენტარები / 25 /
არც მე მომწონს ესეთი დაბუშთული ქალები,მარა შეხედეთ მაჰრეზის გარეგნობას?ფერი ფერს არიან!!
ბექა
13:37 27-02-2024
0
დანი ალვეშს ყავდა კარგი ცოლი, მარა შეირგო??!!
გიორგი
23:32 24-02-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული