6 კანდიდატიდან ორი რეალურიღა შემორჩა - "სანდერლენდის" თავკაცი სემ ელარდაისი და "ჰალის" დამრიგებელი სტივ ბრიუსი. ორივე მათგანს უკვე ჰქონდა გასაუბრება ასოციაციის ჩინოვნიკებთან.
თუმცა, ბრიტანულ პრესას თუ ვენდობით, ასოციაცია კიდევ ერთ "მისტიკურ კანდიდატს" შეხვდა, რომლის ვინაობაც გასაიდუმლოებულია და თვით ინგლისურმა ჟურნალ-გაზეთებმაც კი არ იციან, ვისზეა საუბარი, მაგრამ იციან, რომ არის კიდევ ერთი კანდიდატი.
"ჩვენ ამ საკითხზე აქტიურად ვმუშაობთ და პარალელურად უამრავ ადამიანთან გვქონდა კონსულტაცია და გასაუბრება. ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი უნდა
მოგწონს თუ არა ეს, ფაქტია, რომ ინგლისური პრესა ყველაზე მეტად შეპყრობილია ფეხბურთით და დიდ გავლენას ახდენს ქვეყანაში როგორც ზოგადად ამ თამაშზე, ასევე კონკრეტულად ნაკრებზე.
ასეთ დროს, მთავარია, მწვრთნელმა შეცდომები არ დაუშვას და ემოციები აკონტროლოს. ჩვენ გვსურს, რომ ნაკრებს სტაბილურად კარგი შედეგები ჰქონდეს და მუდამ მოსაგებად თამაშობდეს. ახალი მწვრთნელი როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ტაქტიკურ-ტექნიკური კუთხით უნდა იყოს ძლიერი და სიტუაციას ბოლომდე აკონტროლებდეს" - განაცხადა ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თავმჯდომარემ, მარტინ გლენმა.
შეგახსენებთ, რომ ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი ვაკანტური ევროპის ჩემპიონატზე ისლანდიის ნაკრებთან სენსაციური მარცხის მერეა, როდესაც როი ჰოჯსონმა დაკავებული თანამდებობა დატოვა. ინგლისის ნაკრებისგან ფანებსა და პრესას კვლავ დიდი მოლოდინი ჰქონდათ, მაგრამ "ლომებმა" კიდევ ერთი ფიასკო განიცადეს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"