23 წლის ესპანელი მიუნხენის "ბაიერნის" მწვრთნელობის ჟამსაც მისი საიმედო ფეხბურთელი გახლდათ და ახლა პეპს ბერნატის "ქალაქელთა" ბანაკში წაყვანა სურს.
სავარაუდოდ, გერმანული გუნდიც არ იქნება უარზე, რადგან კონკურენცია მიუნხენელთა რიგებში ისედაც დიდია და არც 20 მილიონია ურიგო თანხა.
აქვე ვთქვათ, რომ ვენსან კომპანიმ გულშემატკივრები დააიმედა, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ამ სეზონში გუნდს მაქსიმალურად დაეხმაროს. ბელგიელის თქმით, მას სამწვრთნელო შტაბთან ინტესიური კონსულტაციები აქვს და მედიკოსები აიმედებენ, რომ ყველაფერი კარგად იქნება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"