"მანჩესტერ სიტიმ" ხელიდან გაუშვა მოგება "მიდლსბროსთან" (1:1) და ლიდერობაც დაკარგა. ანგარიში სერხიო აგუერომ გახსნა, რომლისთვისაც ეს 150-ე გოლი იყო "სიტის" მაისურით, მაგრამ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროს ჯორჯ ფრენდის საჯარიმოს მარტენ დე რონის გოლი მოჰყვა.
ხოსეპ გვარდიოლა (სიტი): "ძალიან დასანანია - აბსოლუტურად ყველაფერი გავაკეთეთ მოსაგებად, ვაკონტროლებდით თამაშს, მაგრამ ბოლოს ბურთი აქეთ გავუშვით. არა მგონია, ფეხბურთელები ისევ "ბარსელონასთან" მოგებულ თამაშზე ფიქრობდნენ. თამაში კარგად დავიწყეთ და მეორე გოლი რომ გაგვეტანა, ყველაფერი დასრულდებოდა.
ლონდონის "ჩელსიმ" ხუთი უპასუხო გოლი გაუტანა "ევერტონს" და კვირის თამაშებამდე (და ვინ იცის, იქნებ მერეც) პრემიერლიგის ლიდერობა მოიპოვა - 5:0. დუბლი შეასრულა ედენ აზარმა, რომელიც ბოლო მატჩებში მოედნიდან უგულოდ არ გადის. დანარჩენი სამი გოლი ლონდონელთა ესპანელმა ლეგიონერებმა გაიტანეს: დიეგო კოშტამ, მარკოს ალონსომ და პედრო როდრიგესმა.
ანტონიო კონტე (ჩელსი): "ძალიან კარგი თამაში გამოგვივიდა, რა თქმა უნდა, კმაყოფილი ვარ. ბევრი მომენტი შევქმენით, გოლებიც გავიტანეთ და ზედიზედ მეხუთედ არ გავუშვით გოლი. აზარი უბრალოდ დიდებულია, ის უკვე ბევრს მუშაობს გუნდზე, მას კიდევ შეუძლია მომატება. პრემიერლიგაში პირველობა ფანტასტიკური მიღწევაა".
შაბათი. 5 ნოემბერი
ბორნმუთი-სანდერლენდი 1:2
გოლები: 1:0 გოსლინგი (11), 1:1 ანიჩებე (33), 1:2 დეფო (74-პენ)
გაძევება: პიენაარი (59. სანდერლენდი)
ბარნლი-კრ. პალასი 3:2
გოლები: 1:0 ვოუკსი (2), 2:0 გუდმუნდსონი (14), 2:1 უიქჰემი (60), 2:2 ბენტეკე (81-პენ), 3:2 ბარნსი (94)
სიტი-მიდლსბრო 1:1
გოლები: 1:0 აგუერო (43), 1:1 დე რონი (91)
ვესტ ჰემი-სტოკი 1:1
გოლები: 1:0 უელანი (65. ს. კ.), 1:1 კრკიჩი (75)
ჩელსი-ევერტონი 5:0
გოლები: 1:0 აზარი (19), 2:0 მ. ალონსო (20), 3:0 დ. კოშტა (42), 4:0 აზარი (56), 5:0 პედრო (65)
კვირა. 6 ნოემბერი
არსენალი-ტოტენჰემი 16:00
ჰალი-საუთჰემპტონი 18:15
ლივერპული-უოტფორდი 18:15
სუონსი-მანჩესტერი 19:00
ლესტერი-ვესტ ბრომვიჩი 20:30
1. ჩელსი - 25 ქულა; 2. სიტი - 24; 3. არსენალი - 23; 4. ლივერპული - 23; 5. ტოტენჰემი - 20.