პრემიერლიგა. XV ტური: გადაიკითხეთ ვარდლესტერიანი! [VIDEO]

AutoSharing Option
* "ჩელსიმ" ზედიზედ მე-9 მატჩი მოიგო და ლიდერობა შეინარჩუნა...
* მოქმედმა ჩემპიონმა "ლესტერმა" 22 ოქტომბრის შემდეგ პრემიერლიგაში პირველი მატჩი მოიგო...
* სექტემბრის შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედმა" პირველი საშინაო გამარჯვება მოიპოვა ზედიზედ 4 ფრის შემდეგ...

...გაცოცხლდა! დიახ, ჩემპიონი გაცოცხლდა! ჯეიმი ვარდიც ისეთივე იყო, წინა სეზონში, "ვარდლესტერიანობის" ჟამს, შიშის ზარს რომ სცემდა მეტოქის მცველებსა და მეკარეებს. "მანჩესტერ სიტისთან" მატჩის მე-3 წუთზე "ლესტერის" მეგოლემ პირველად შეაგდო 10-მატჩიანი მოუსავლიანობის შემდეგ და გაიხსნა - მერე მეორე, მესამე... მე-5 წუთისთვის "სიტი" უკვე შოკირებული იყო, "მელიებს" კი ფრთები
შეესხათ...

პეპ გვარდიოლამ გასულ კვირას საგულისხმო რამ თქვა - კარგი იქნებოდა, წესები შეცვლილიყო და თამაშში 6 შეცვლის უფლება მოეცათო. ეს არ იყო ხუმრობა. იმ ავადსახსენებელ მე-5 წუთზე, როცა ენდი კინგმა ბურთი "ცხრიანში" დააჭედა, "ქალაქელთა" თავკაცი ერთ-ორ კორექტივს ნამდვილად შეიტანდა შემადგენლობაში და, რა თქმა უნდა, უპირველესად - დაცვის ხაზში...

დიახ, დაცვა არის გვარდიოლას მთავარი პრობლემა და ამისთვის ის ძალიან დიდ ფასს იხდის. მხოლოდ 2 მატჩი იყო მიმდინარე პრემიერლიგაში, როცა "სიტიმ" კარი "მშრალად" შეინახა (უარესი შედეგი მხოლოდ "ჰალს", "კრისტალ პალასს" და "სანდერლენდს" აქვთ). "ლესტერთან" მატჩი მან მოულოდნელად 3 მცველით (პაბლო საბალეტა, ბაკარი სანია, ჯონ სტოუნზი) დაიწყო და... 255 წამში ალექსანდრ კოლაროვიც უკან დასწია.

მაგრამ ეს არ იყო ხსნა. ამის მერე ვნახეთ ვარდის კიდევ 2 ცინიკური გოლი, როცა ბურთები ცარიელ კარში შეგორდა. რაღაცნაირად ცინიზმი იყო ისიც, რომ 4:0-ის შემდეგ "ლესტერი" მოეშვა და მეტოქეს თამაშის უფლება მისცა...

კი ბატონო, გვარდიოლას არ ჰყავდა დისკვალიფიცირებული სერხიო აგუერო, ფერნანდინიო და ნიკოლას ოტამენდი, მაგრამ ეს არ არის ისეთი დანაკლისი, თუნდაც მოქმედ ჩემპიონთან უიმედოდ რომ უნდა აგებდე...

მწვრთნელ გვარდიოლას პრაქტიკაში ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა მისმა გუნდმა ზედიზედ ორ მატჩში 3 და მეტი გოლი მიიღო. და საერთოდ, ერთ თამაშში ოთხ გაშვებულ გოლზე თუ მიდგა საქმე, ამგვარი რამ პეპის სამწვრთნელო ცხოვრებაში ორჯერ მომხდარა - 2009 წელს, როცა "ბარსელონა" 3:4 დამარცხდა "ატლეტიკოსთან" და 2015-ში, როცა "ბაიერნი" 1:4 შერცხვა "ვოლფსბურგთან".

კიდევ ერთი ფაქტი სტატისტიკის არქივიდან - "მანჩესტერ სიტიმ" პირველ 5 წუთში 2 გოლი ადრე მხოლოდ ერთხელ, 2006 წელს "უიგანთან" მატჩში გაუშვა...

"მეტოქემ უმრავლეს შემთხვევაში მოახერხა "მეორე ბურთის" მოგება და ფანტასტიკური გოლებიც გაიტანა, - თქვა გვარდიოლამ. - ფეხბურთი შეცდომების გარეშე არ არსებობს და ეს დღესაც გამოჩნდა. მე ვერ დავანადანაშაულებ ჩემს ფეხბურთელებს, რადგან ჯერ საკუთარ თავთან უნდა ჩავატარო იმის ანალიზი, თუ როგორ გადავწყვიტო "მეორე ბურთის" პრობლემა. მთლიანობაში, ცუდად არ გვითამაშია, მაგრამ ჩვენს საჯარიმოში ძალიან ბევრი პრობლემა გვაქვს".

"დღეს ჩვენ ვნახეთ ნამდვილი "ლესტერი". ბოლო რამდენიმე ჩავარდნის შემდეგ, ამჯერად, ძალიან ძლიერად ვითამაშეთ. განსაკუთრებით მიხარია ჯეიმის (ვარდი) გოლები. როგორც კი მას გაჰქონდა, მაშინვე ვამბობდი - "კეთილი იყოს შენი დაბრუნება!" - ეს კი იმ კლაუდიო რანიერის სიტყვებია, ვის გუნდებსაც "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ 9-დან 8 მატჩი აქვთ მოგებული.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

* * *
შაბათის სხვა მატჩებიც უხვგოლიანი და უცნაური იყო იმ მხრივ, რომ მასპინძლებმა ყველა შემთხვევაში მკაცრად 3-3 ბურთი გაიტანეს.

მაგალითად, "არსენალმა" ალექსის სანჩესის გოლების გარეშეც დაძლია "სტოკის" წინააღმდეგობა, მით უმეტეს, თავიდან მდევრის როლშიც იყო. სწორედ ამან ითამაშა კატალიზატორის როლი. არსენ ვენგერის ბიჭები უფრო აზრიანად ამოძრავდნენ და პირველი ტაიმის მიწურულს თეო უოლკოტმა (მე-100 გოლი "არსენალის" მაისურით) კარგად გამოიყენა ექტორ ბელერინის გასწვრივი გადაცემა.

მეორე ტაიმში მესუთ იოზილმა ისარგებლა "სტოკის" მეკარე ლი გრანტის მორიგი უხეში შეცდომით, ბოლოს კი სანჩესმაც შეგვახსენა თავი, როცა ალექს ივობის საგოლედ უპასა. ეს უკვე მე-5 შემთხვევაა წლევანდელ პრემიერლიგაში, როცა გოლი ჩილელის გადაცემით გადის. ახლა დავამატოთ ამას მისი პერსონალური მარაგიც (11 გოლი) და დავინახავთ, რომ ამ ორი კომპონენტის ჯამით სანჩესს მიმდინარე მარათონში ბადალი არ ჰყავს.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

* * *
ბოლო პერიოდში "კრისტალ პალასის" მატჩები ნამდვილ სპექტაკლებად იქცა. მისი მონაწილეობით გამართულ ბოლო 7 თამაშში 36 გოლია(!) გასული. "არწივების" მწვრთნელმა ალან პარდიუმ კი შაბათს მე-300 მატჩი ჩაატარა პროფესიულ კარიერაში.

ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ბარნლიმ" კიდევ ერთ დრამატულ დაპირისპირებაში "ბორნმუთი" დაამარცხა. "სუონსიმ" კი, ბობ ბრედლის თავკაცობით, მიჯრით მეორე საშინაო მატჩი მოიგო (აღსანიშნავია ფერნანდო ლორენტეს ზედიზედ მეორე საშინაო დუბლი), თან - დიდი ანგარიშით და იმ "სანდერლენდთან", რომელსაც ბოლო ხანს აშკარა პროგრესი დაეტყო: დევიდ მოიესის გუნდმა უკანასკნელი 5 მატჩიდან ხომ სამში გაიმარჯვა... სხვათა შორის, მოიესის გუნდებს "სუონსისთან" აქამდე არასოდეს წაეგოთ...

"ევერტონს" ძალიან გაუგრძელდა მოუგებელი სერია. რონალდ კუმანის შეგირდებმა ბოლო 5 დაპირისპირებიდან 3 წააგეს და 2 ფრედ დაასრულეს, სტუმრად კი, აგერ, 12 სექტემბრის მერე არ გაუმარჯვიათ.

* * *
კვირას "ჩელსიმ" მასპინძლების მიერ შაბათს დადგენილი სტანდარტი (არანაკლებ 3 გატანილი გოლისა) დაარღვია, თუმცა ამას ვინ ჩივის - დიეგო კოშტას ინდივიდუალური ოსტატობის წყალობით 1:0 გაიმარჯვა და პრემიერლიგის სათავეში დაბრუნდა.

ანტონიო კონტეს გუნდმა ვერ აჩვენა თავისი თამაში, თუმცა ნუ დავუკარგავთ დამსახურებას მეტოქეს, რომელმაც "სტემფორდ ბრიჯზე" დიდი ბრძოლა გამართა, მკაცრი პრესინგის ხარჯზე მასპინძელთა სწრაფი გადაადგილებები მაქსიმალურად შეზღუდა, თუმცა... 76-ე წუთზე ერთი ჩათვლემა წაგებად დაუჯდა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

3 ქულისთვის ერთი გოლი ეყო "მანჩესტერ იუნაიტედსაც", თუმცა ვერ ვიტყვით, რომ "ოლდ ტრაფორდის" მატჩში ფრე დიდი უსამართლობა იქნებოდა, მით უმეტეს, "ტოტენჰემს" საამისო შანსები ნამდვილად ჰქონდა.

ჟოზე მოურინიო კმაყოფილი დარჩა თამაშის ხარისხითაც, თუმცა ხასიათს გაუფუჭებდა ჰენრიხ მხითარიანის (2 გოლი და 2 საგოლე პასი ბოლო ოთხ მატჩში) ტრავმა. როგორც ითქვა, გამარჯვების გოლის ავტორი საახალწლო საგიჟეთამდე უნდა გამოკეთდეს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

დაცვაში დაშვებული შეცდომები "ლივერპულს" შინ 2 ქულის დაკარგვად დაუჯდა. უკანა ხაზი ის რგოლია, რომელიც იურგენ კლოპის თავსატეხად რჩება. ტრავმირებული ფილიპე კოუტინიოს არყოფნამ კი შეტევას მრავალფეროვნება მოაკლო.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

XV ტური
უოტფორდი-ევერტონი 3:2
გოლები: 0:1 ლუკაკუ (17), 1:1 ოკაკა (36), 2:1 პრიოდლი (59), 3:1 ოკაკა (64), 3:2 ლუკაკუ (86)
უოტფორდი (4-3-3): გომეში - სუნიგა (93. კაბასელე), პრიოდლი, ბრიტოსი, ჰოლებასი - გედიურა (61. იანმაატი), ბეჰრამი, კაპუ - ამრაბატი, ოკაკა (81. უოტსონი), დინი.
ევერტონი (4-3-3): სტეკელენბურგი - კოულმენი, უილიამსი, მორი, ბეინსი (83. ლენონი) - გუეიე (64. ბარკლი), ბერი, მაკკარტი - დეულოფეუ, მირალასი (71. ე. ვალენსია), ლუკაკუ.
გაფრთხილება: 2-2; კუთხური: 2-4; ჯარიმა: 11-16; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 11-11 (6-4); ბურთის ფლობა: 47%-53%; მაყურებელი: 20 769

არსენალი-სტოკი 3:1
გოლები: 0:1 ადამი (29-პენ), 1:1 უოლკოტი (42), 2:1 იოზილი (50), 3:1 ივობი (75)
არსენალი (4-2-3-1): ჩეხი - გაბრიელი, მუსტაფი (25. ბელერინი), კოსიელნი, მონრეალი - კოკელენი, ჯაკა - უოლკოტი, ოქსლეიდ-ჩემბერლენი (69. ივობი), იოზილი - სანჩესი (78. ჟირუ).
სტოკი (3-4-2-1): გრანტი - ჯონსონი, მუნიესა, მარტინს ინდი - დიუფი (72. კრაუჩი), იმბულა, ადამი (81. სობი), პიტერსი - შაქირი (86. ნგოი), ალენი - არნაუტოვიჩი.
გაფრთხილება: 0-0; კუთხური: 7-7; ჯარიმა: 9-6; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 21-12 (6-5); ბურთის ფლობა: 64%-36%; მაყურებელი: 59 964

ბარნლი-ბორნმუთი 3:2
გოლები: 1:0 ჰენდრიკი (13), 2:0 ს. უარდი (16), 2:1 აფობე (45), 3:1 ბოიდი (75), 3:2 დენიელსი (90)
ბარნლი (4-2-3-1): ჰიტონი - ლოუტონი, კინი, მი, ს. უარდი - დეფური (55. ბარნსი), მერნი - არფილდი, ჰენდრიკი, ბოიდი (90. ტარკოვსკი) - ვოუკსი (55. ე. გრეი).
ბორნმუთი (4-4-2): ბორუცი - ფრენსისი, კუკი, აკე, დენიელსი - სმიტი, გოსლინგი (72. ჯ. კინგი), არტერი, ფრეიზერი (81. პაფი) - აფობე, უილსონი (59. უილშირი).
გაფრთხილება: 2-2; კუთხური: 4-11; ჯარიმა: 14-18; თამაშგარე: 5-0; კარში დარტყმა: 16-17 (7-4); ბურთის ფლობა: 31%-69%; მაყურებელი: 19 680

ჰალი-კრ. პალასი 3:3
გოლები: 1:0 სნოდგრასი (27-პენ), 1:1 კ. ბენტეკე (52-პენ), 1:2 ზაჰა (70), 2:2 დიომანდი (72), 3:2 ლივერმორი (78), 3:3 კემპბელი (89)
ჰალი (3-5-1-1): მარშალი - მაგუაირი, მ. დოუსონი, კ. დევისი - ელმოჰამადი, ლივერმორი, ჰადლსტოუნი, კლუკასი (89. ჰენრიკსენი), რობერტსონი - სნოდგრასი - დიომანდი.
კრ. პალასი (4-2-3-1): ჰენესი - კელი (80. კემპბელი), დანი, დელენი, ჯ. უარდი - მაკარტური (71. კაბაი), ლედლი - ზაჰა, პუნჩეონი, თაუნსენდი (46. ფრაიერსი) - კ. ბენტეკე.
გაფრთხილება: 2-4; კუთხური: 4-7; ჯარიმა: 16-14; თამაშგარე: 2-0; კარში დარტყმა: 15-14 (6-6); ბურთის ფლობა: 57%-43%; მაყურებელი: 17 403

სუონსი-სანდერლენდი 3:0
გოლები: 1:0 სიგურდსონი (51-პენ), 2:0 ფერნანდო ლორენტე (54), 3:0 ფერნანდო ლორენტე (80)
სუონსი (4-2-3-1): ფაბიანსკი - რანხელი, მოუსონი, ამატი, ტეილორი - ფულტონი, ბრაიტონი - ბეროუ (77. მონტერო), სიგურდსონი, რუტლიჯი - ფერნანდო ლორენტე (84. მაკბერნი).
სანდერლენდი (4-3-3): პიკფორდი - ბ. ჯოუნსი, კონე, ჯილობოჯი, ვან აანჰოლტი - ნდონგი (57. კირხჰოფი), დენაიერი, პიენაარი (85. მანკილიო) - ლარსონი (55. იანუზაი), დეფო, ანიჩებე.
გაფრთხილება: 1-2; კუთხური: 7-4; ჯარიმა: 10-8; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 14-11 (5-2); ბურთის ფლობა: 62%-38%; მაყურებელი: 20 453

ლესტერი-მანჩესტერ სიტი 4:2
გოლები: 1:0 ვარდი (3), 2:0 ე. კინგი (5), 3:0 ვარდი (20), 4:0 ვარდი (78), 4:1 კოლაროვი (82), 4:2 ნოლიტო (90)
ლესტერი (4-4-2): ცილერი - სიმპსონი, ჰუთი, მორგანი, ფუხსი - ემეტრი, ე. კინგი, ოლბრაიტონი, მაჰრეზი (90. ჯეიმსი) - სლიმანი (78. ოკაზაკი), ვარდი (88. დ. გრეი).
მანჩესტერ სიტი (4-1-4-1): ბრავო - საბალეტა, სანია, სტოუნზი, კოლაროვი - ფერნანდო - ნავასი (58. სტერლინგი), დე ბრუინი, გიუნდოგანი (68. ნოლიტო), დავიდ სილვა - იჰეანაჩო (58. ტურე).
გაფრთხილება: 3-1; კუთხური: 3-11; ჯარიმა: 10-7; თამაშგარე: 0-3; კარში დარტყმა: 10-19 (6-4); ბურთის ფლობა: 22%-78%; მაყურებელი: 31 966

ჩელსი-ვესტ ბრომვიჩი 1:0
გოლი: 1:0 დიეგო კოშტა (76)
ჩელსი (3-4-3): კურტუა - ასპილიკუეტა, დავიდ ლუიზი, კეჰილი - მოზესი (74. ფაბრეგასი), კანტე, მატიჩი, ალონსო - პედრო (63. ვილიანი), აზარი (79. ივანოვიჩი), დიეგო კოშტა.
ვესტ ბრომვიჩი (4-2-3-1): ბ. ფოსტერი - ნიომი, ევანსი, დოუსონი, მაკოული - ფილიპსი (78. მაკკლინი), მორისონი (78. ჩადლი) - დ. ფლეტჩერი, ბრენტი (84. რობსონ-კანუ), იაკობი - რონდონი.
გაფრთხილება: 2-4; კუთხური: 3-1; ჯარიმა: 6-10; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 12-6 (2-1); ბურთის ფლობა: 67%-33%; მაყურებელი: 41 622

მანჩესტერი-ტოტენჰემი 1:0
გოლი: 1:0 მხითარიანი (29)
მანჩესტერი (4-2-3-1): დე ხეა - ა. ვალენსია, ფ. ჯოუნსი, როხო, დარმიანი - ერერა (90. ფელაინი), ქერიკი - მხითარიანი (85. ბაილი), პოგბა, მარსიალი (72. რაშფორდი) - იბრაჰიმოვიჩი.
ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი - უოლკერი, ალდევეირელდი, ვერტონგენი, როუზი - ვანიამა, დემბელე (67. უინქსი) - ერიქსენი (83. ნკუდუ), ალი, სონი (57. სისოკო) - კეინი.
გაფრთხილება: 3-3; კუთხური: 3-8; ჯარიმა: 19-17; თამაშგარე: 1-0; კარში დარტყმა: 15-12 (5-4); ბურთის ფლობა: 40%-60%; მაყურებელი: 75 271

საუთჰემპტონი-მიდლსბრო 1:0
გოლი: 1:0 ბუფალი (53)
საუთჰემპტონი (4-3-3): ფ. ფოსტერი - მარტინა, ფონტე, ვან დიიკი, მაკქუინი - კლასი (85. ლონგი), უარდ-პროუსი, რომეუ - ტადიჩი (46. რედმონდი), ბუფალი (73. ს. დევისი), როდრიგესი.
მიდლსბრო (4-3-3): ვალდესი - ბარაგანი, ჩემბერსი, გიბსონი, ფაბიო - ფორშოუ, კლეიტონი, დე როონი - სტუანი (81. ტრაორე), ფიშერი, როუდსი.
გაფრთხილება: 4-3; კუთხური: 4-2; ჯარიმა: 14-12; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 14-6 (3-2); ბურთის ფლობა: 55%-45%; მაყურებელი: 28 976

ლივერპული-ვესტ ჰემი 2:2
გოლები: 1:0 ლალანა (5), 1:1 პაიე (27), 1:2 ანტონიო (39), 2:2 ორიგი (48)
ლივერპული (4-3-3): კარიუსი - კლაინი, მატიპი, ლოვრენი (46. კლავანი), მილნერი - ლალანა, ჰენდერსონი, ვინალდუმი - მანე, ფირმინო, ორიგი.
ვესტ ჰემი (3-4-2-1): რენდოლფი - ნორდტვეიტი, რიდი, ოგბონა - აიუ (63. ქეროლი), ნოუბლი, ობიანგი, კრისუელი - ლანძინი (78. ფერნანდესი), პაიე - ანტონიო.
გაფრთხილება: 2-0; კუთხური: 11-4; ჯარიმა: 7-8; თამაშგარე: 5-3; კარში დარტყმა: 18-7 (3-3); ბურთის ფლობა: 68%-32%; მაყურებელი: 53 068

ბომბარდირები
12 დიეგო კოშტა (ჩელსი)
11 ალექსის სანჩესი (არსენალი)
10 სერხიო აგუერო (სიტი)
8 ჯერმეინ დეფო (სანდერლენდი)
ედენ აზარი (ჩელსი)
ზლატან იბრაჰიმოვიჩი (მანჩესტერი)
კრისტიან ბენტეკე (კრ. პალასი)

მომდევნო ტური
13 დეკემბერი:
ბორნმუთი-ლესტერი, ევერტონი-არსენალი;

14 დეკემბერი:
მიდლსბრო-ლივერპული, სანდერლენდი-ჩელსი, ვესტ ჰემი-ბარნლი, კრისტალ პალასი-მანჩესტერი, მანჩესტერ სიტი-უოტფორდი, სტოკი-საუთჰემპტონი, ტოტენჰემი-ჰალი, ვესტ ბრომვიჩი-სუონსი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული