პრემიერლიგა. XVI ტური: "ლესტერმა" და "არსენალმა" წააგეს [VIDEO]

AutoSharing Option
13 დეკემბერს ინგლისის პრემიერლიგის მე-16 ტურის 2 შეხვედრა გაიმართა.

საკუთარი შეხვედრები ვერ მოიგეს ვერც "არსენალმა" და ვერც "ლესტერმა"; ეგ კი არა, პირიქით, წააგეს.

"ევერტონმა" ლონდონის "არსენალი" ანგარიშით 2:1 დაამარცხა. თავიდან ანგარიშის გახსნა ლონდონელებმა მოახერხეს, ალექს სანჩესის საჯარიმოდან დარტყმული მცველს მოხვდა და რიკოშეტით კარში შევიდა. 44-ე წუთზე სიმუს კოულმანმა გაათანაბრა. 86-ე წუთზე კი ეშლი ვილიამსმა "ევერტონი" წინ გაიყვანა. 93-ე წუთზე მასპინძლებს ფილ იაგელკა გაუძევეს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ბორნმუთმა" ინგლისის მოქმედი ჩემპიონი "ლესტერი" მინიმალური ანგარიშით დაამარცხა. ერთადერთი გოლის ავტორი 34-ე წუთზე მარკ პიგი
გახდა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული