პრემიერლიგა. XVII ტური: ჟოზეს სუპერმენი [VIDEO]

AutoSharing Option
* "ჩელსი" გახდა მე-3 გუნდი, რომელმაც პრემიერლიგაში 500 მატჩი მოიგო. პირველი "მანჩესტერ იუნაიტედია" (593), ხოლო მეორე - "არსენალი" (512)...
* "მანჩესტერ იუნაიტედი" დაუმარცხებელია პრემიერლიგის ბოლო 8 მატჩში (4 მოგება, 4 ფრე)...
* 2012 წლის ნოემბრის შემდეგ "მანჩესტერ სიტიმ" პირველად მოიგო ისეთი მატჩი, რომლის პირველი ტაიმი წაგებული ჰქონდა...

"სელჰარსტ პარკის" ნისლში "ჩელსიმ" დიეგო კოშტას თავური გოლით (სესარ ასპილიკუეტას პასი) "კრისტალ პალასი" დაამარცხა და ზედიზედ მე-11 მოგება მიითვალა - ასე გაიხსნა მთავარი ინგლისური მარათონის მორიგი ტური.

საერთოდ, პრემიერლიგას შვიდიდან 6 შემთხვევა ახსოვს,
როცა საშობაოდ პირველ ადგილზე მყოფი გუნდი საბოლოოდ ფინიშის ხაზთანაც პირველი მივიდა. გააგრძელებს თუ არა ანტონიო კონტეს გუნდი ამ ტენდენციას, გაზაფხულზე გამოჩნდება.

მიჯრით 11 გამარჯვება ჯერ კიდევ არ არის უნიკალური მიღწევა. ამ მხრივ, ლიდერობას ინარჩუნებს "არსენალი", რომელმაც 14-მატჩიანი სერია 2002 წლის 18 აგვისტოს დაასრულა. მეორე შედეგი (12 მატჩი) აქვს "მანჩესტერ იუნაიტედს", ხოლო "ჩელსიმ" თავისივე ბოლო მიღწევა (2009 წლის 20 სექტემბერს რომ დაესვა წერტილი) გაიმეორა, პირადი რეკორდის გასაუმჯობესებლად კი მომავალ უქმეებზე შინ "ბორნმუთის" დამარცხება დასჭირდება. მაგრამ, როგორც კონტეს გამარჯვებები რეკორდებისთვის არ სჭირდება - ის გაცილებით დიდ მიზანს ემსახურება...
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

გასულ კვირას "ლივერპულის" ყოფილმა ვარსკვლავმა მაიკლ ოუენმა, რომელიც ახლა ექსპერტობით იქცევს თავს, ჟოზე მოურინიოს ურჩია - ზლატან იბრაჰიმოვიჩზე გათვლა ნუ გექნებაო. იმავე საღამოს, "იუნაიტედმა" ზლატანის გოლით "კრისტალ პალასი" დაამარცხა, შაბათს კი შვედმა მთლად დუბლი შეასრულა და თავისიანებს "ვესტ ბრომვიჩთან" საგარეო მატჩი მოაგებინა...

ასე რომ, ხანდახან ექსპერტებიც ცდებიან. "მანჩესტერი" კი ამ ხუმრობა-ხუმრობასა და კრიტიკის ქარ-ცეცხლში ქულებს აგროვებს - ბოლო ათ მატჩში (ყველა ტურნირის ჩათვლით) არცერთი არ წაუგია, ზლატანმა კი 9 მატჩში 10 გოლს მოუყარა თავი.

ბარემ აქვე გეტყვით, რომ "იუნაიტედის" ყველა დროის ვარსკვლავებს შორის მასზე უკეთესი შედეგი მხოლოდ რუუდ ვან ნისტელროის აქვს - 12 გოლი პირველ 16 მატჩში, იბრას კი 11-11 გოლით მეორე პოზიციაზე რობინ ვან პერსი და ენდი კოული ეცილებიან.

მატჩის შემდეგ მოურინიომ ძირითადად იბრაჰიმოვიჩზე ილაპარაკა: "ის იმ ფეხბურთელთა კატეგორიას განეკუთვნება, ვისაც არავისთვის არაფერი აქვს დასამტკიცებელი.

მაგრამ, როცა კარიერის ამ ეტაპზე მან ინგლისში ჩამოსვლა გადაწყვიტა, ანუ იქ, სადაც ყველაზე რთული ჩემპიონატია, ამით დაამტკიცა, რომ მენტალიტეტით ზლატანი ნამდვილი სუპერმენია. ის, რასაც ის 35 წლისა აკეთებს, 25 წლის ფორვარდისთვისაც კი ოცნებაა. მინდა, მას ახლა დასვენების საშუალება მივცე, ისევე, როგორც სხვებს".
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"მანჩესტერ სიტის" იღბლიანი კვირა ჰქონდა - პეპ გვარდიოლას ბიჭებმა ზედიზედ მეორე მატჩი მოიგეს და ახლა მხოლოდ ლიდერ "ჩელსის" ჩამორჩებიან. "არსენალის" მდგომარეობა კი სრული კონტრასტია - არსენ ვენგერის გუნდმა მიჯრით მეორე ისეთი თამაში წააგო, რომელშიც თავად იყო დაწინაურებული. სულ კი ასეთი რამ უკვე მესამედ მოუვიდა ამ სეზონში, მაშინ, როცა მთელი წინა კამპანიის განმავლობაში "არსენალს" ამგვარ სიტუაციაში ორჯერ დაუცდა ფეხი.

გამოვარჩევდით რახიმ სტერლინგის გოლსაც (კევინ დე ბრუინის პასით), რომელმაც "სიტის" გამარჯვება მოუტანა. მნიშვნელოვანია, რომ ბოლო 9 მატჩში ეს მისი პირველი ზუსტი "გასროლა" იყო. თუმცა "ქალაქელების" გამარჯვებას ერთი ხინჯი მაინც დაედო - ლეროი სანე აშკარა თამაშგარე მდგომარეობაში იყო იმ ეპიზოდში, როცა ბურთი მიიღო, პეტრ ჩეხისკენ გაიჭრა და მეორე ტაიმის სტარტზევე წონასწორობა აღადგინა. ამ გოლის გამო ვენგერმა კიდევ ერთხელ დაიჩივლა მსაჯობაზე:

"ბოლო ორ მატჩში ორი ისეთი გოლი გავუშვით, რომელიც წაგებად დაგვიჯდა და თან - ორივე ეს გოლი თამაშგარე მდგომარეობიდან გავიდა. მე არ მესმის, რა შეიძლება ვიღონო ამის წინააღმდეგ?! ორივე შეხვედრაში 1:0-ს ვიგებდით, მაგრამ 1:2 დავმარცხდით. პირველ ტაიმში თამაშზე სრული კონტროლი გვქონდა, მწვავედაც ვუტევდით, მაგრამ მეორე ნახევარში ძალები ბოლომდე აღარ გვეყო, თან ამას დაემატა სამსაჯო შეცდომები, რამაც საბოლოოდ განაპირობა ეს შედეგი", - თქვა "მეთოფეთა" თავკაცმა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

კაილი უოლკერს მცველებს შორის ყველაზე მეტი (4) საგოლე პასი აქვს გაკეთებული. მორიგი ასეთი პასით დელე ალიმ იხეირა - "ბარნლის" მიერ გატანილი ადრეული გოლი გაქვითა და თამაში "ტოტენჰემისთვის" სასურველ კალაპოტში გადაიყვანა.

"მამლებმა" ძალიან ბევრი კი ანერვიულეს "უაით ჰართ ლეინის" პუბლიკა, მაგრამ ბოლოს მაინც გატეხეს მოკრძალებული ოპონენტის წინააღმდეგობა. ამით "ტოტენჰემმა" ზედიზედ მეოთხე საშინაო მოგება (სულ - 12 მთელი 2016 წლის განმავლობაში, რაც ყველაზე ბევრია სხვა გუნდების ანალოგიურ მაჩვენებლებს შორის) მიითვალა და მყარად დამკვიდრდა ხუთეულში, "ბარნლიმ" კი ბოლო 8 საგარეო მატჩიდან მე-7 წააგო და გასავარდნი ზონის სიახლოვეს რჩება.

"ლესტერი" ალბათ ბევრმა გამოიტირა "სტოკთან" პირველი ტაიმის შემდეგ. წარმოიდგინეთ - გაძევებული (თუმცა კი საეჭვოდ) ბომბარდირი ჯეიმი ვარდი, უამრავი ყვითელი ბარათი, რასაც კიდევ ერთი გაძევება შეიძლებოდა მოჰყოლოდა, და ორი გაშვებული გოლი. არ არის საკმარისი, რომ გუნდი ჩამოწერო?

...მაგრამ ასეთ სიტუაციაშიც კი მოქმედმა ჩემპიონმა გამოაჩინა ის სული, რისთვისაც ამ სტატუსს ატარებს - კაცნაკლულმა ორბურთიანი დეფიციტი გააბათილა და შინ დამსახურებული ქულით გაბრუნდა. მაგრამ, თუ ჩავიხედავთ სტატისტიკოსის დავთარში, აღმოჩნდება, რომ ეს იყო მე-14 შემთხვევა, როცა "ლესტერმა", რიცხობრივ უმცირესობაში ყოფნის მიუხედავად, მარცხს თავი აარიდა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ალვარო ნეგრედოს დუბლმა (4 გოლი ბოლო ოთხ მატჩში) სათავე დაუდო "მიდლსბროს" შთამბეჭდავ გამარჯვებას "სუონსისთან" საშინაო მატჩში - 3:0. 2009 წლის აპრილის შემდეგ ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა რივერსაიდელებმა ერთ მატჩში 3 გოლის გატანა მოახერხეს.

პრემიერლიგა. XVII ტური
კრ. პალასი-ჩელსი 0:1
გოლი: 0:1 დიეგო კოშტა (43)
კრ. პალასი (4-2-3-1): ჰენესი - კელი (84. ფრაიერსი), დანი, დელენი, ჯ. უარდი - მაკარტური, ლედლი - პუნჩეონი (77. თაუნსენდი), კაბაი (79. კემპბელი), ზაჰა - კ. ბენტეკე.
ჩელსი (3-4-3): კურტუა - ასპილიკუეტა, დავიდ ლუიზი, კეჰილი - მოზესი (79. ივანოვიჩი), კანტე, მატიჩი, ალონსო - ვილიანი (64. ფაბრეგასი), აზარი, დიეგო კოშტა (89. ბაჩუაი).
გაფრთხილება: 2-3; კუთხური: 5-3; ჯარიმა: 12-15; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 6-13 (2-6); ბურთის ფლობა: 53%-47%; მაყურებელი: 25 259

მიდლსბრო-სუონსი 3:0
გოლები: 1:0 ნეგრედო (18), 2:0 ნეგრედო (28-პენ), 3:0 დე როონი (58)
მიდლსბრო (4-3-3): ვალდესი - ბარაგანი, ჩემბერსი, გიბსონი, ფაბიო (87. ტრაორე) - დე როონი, კლეიტონი, ფორშოუ - რამირესი (62. ფრენდი), ფიშერი (12. ს. დაუნინგი), ნეგრედო.
სუონსი (4-2-3-1): ფაბიანსკი - რანხელი, მოუსონი, ამატი, ტეილორი - ფულტონი, ბრაიტონი (70. ფერი) - ბეროუ (59. ბასტონი), სიგურდსონი, რუტლიჯი (77. მონტერო) - ფერნანდო ლორენტე.
გაფრთხილება: 1-0; კუთხური: 3-8; ჯარიმა: 10-11; თამაშგარე: 0-3; კარში დარტყმა: 10-14 (4-2); ბურთის ფლობა: 43%-57%; მაყურებელი: 28 302

სტოკი-ლესტერი 2:2
გოლები: 1:0 კრკიჩი (39-პენ), 2:0 ალენი (45), 2:1 ულოა (74), 2:2 ემეტრი (88)
სტოკი (4-2-3-1): გრანტი - ჯონსონი, შოუკროსი (83. ადამი), მარტინს ინდი, პიტერსი - იმბულა, უელანი (90. სობი) - დიუფი, ალენი, კრკიჩი - უოლტერსი.
ლესტერი (4-4-2): შმეიხელი - სიმპსონი, მორგანი, ჰუთი, ფუხსი - ოლბრაიტონი (72. დ. გრეი), ემეტრი, ე. კინგი, მაჰრეზი (80. მუსა) - სლიმანი (72. ულოა), ვარდი.
გაძევება: ვარდი (28. ლესტერი)
გაფრთხილება: 2-6; კუთხური: 9-9; ჯარიმა: 9-12; თამაშგარე: 3-0; კარში დარტყმა: 16-14 (7-8); ბურთის ფლობა: 65%-35%; მაყურებელი: 27 663

სანდერლენდი-უოტფორდი 1:0
გოლი: 1:0 ვან აანჰოლტი (49)
სანდერლენდი (4-2-3-1): პიკფორდი - ლავი (88. ლარსონი), კონე, ჯილობოჯი, ვან აანჰოლტი - ნდონგი, დენაიერი - ანიჩებე, იანუზაი (80. ოში), ბორინი (90. ხაზრი) - დეფო.
უოტფორდი (4-4-2): გომეში - ქაბული (78. იანმაატი), პრიოდლი (31. კაბასელე), ბრიტოსი, ჰოლებასი - ამრაბატი, ბეჰრამი, კაპუ, სუნიგა (56. საჩისი) - იგალო, დინი.
გაფრთხილება: 1-2; კუთხური: 4-11; ჯარიმა: 10-9; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 12-9 (4-4); ბურთის ფლობა: 42%-58%; მაყურებელი: 40 267

ვესტ ჰემი-ჰალი 1:0
გოლი: 1:0 ნოუბლი (76-პენ)
ვესტ ჰემი (3-4-2-1): რენდოლფი - კუიატე, რიდი, ოგბონა - ანტონიო, ობიანგი (46. ფერნანდესი), ნოუბლი, კრისუელი - ლანძინი (46. აიუ), პაიე (90. ნორდტვეიტი) - ე. ქეროლი.
ჰალი (3-5-1-1): მარშალი - მაგუაირი, მ. დოუსონი, კ. დევისი - ელმოჰამადი, ლივერმორი (70. ჰენრიკსენი), ჰადლსტოუნი (86. ბოუენი), კლუკასი, რობერტსონი - სნოდგრასი - მბოკანი (70. დიომანდი).
გაფრთხილება: 2-4; კუთხური: 10-6; ჯარიმა: 13-9; თამაშგარე: 1-9; კარში დარტყმა: 18-16 (6-5); ბურთის ფლობა: 57%-43%; მაყურებელი: 56 952

ვესტ ბრომვიჩი-მანჩესტერი 0:2
გოლები: 0:1 იბრაჰიმოვიჩი (5), 0:2 იბრაჰიმოვიჩი (56)
ვესტ ბრომვიჩი (4-2-3-1): ბ. ფოსტერი - კ. დოუსონი (74. მორისონი), მაკოული, ოლსონი, ნიომი - დ. ფლეტჩერი, იაკობი - ბრენტი, ჩადლი (82. ლეკო), ფილიპსი (81. რობსონ-კანუ) - რონდონი.
მანჩესტერი (4-3-3): დე ხეა - ა. ვალენსია, ფ. ჯოუნსი, როხო, დარმიანი - ერერა (90. სმოლინგი), ქერიკი, პოგბა - ლინგარდი (77. რაშფორდი, რუნი (84. ფელაინი), იბრაჰიმოვიჩი.
გაფრთხილება: 3-3; კუთხური: 2-3; ჯარიმა: 9-13; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 10-10 (1-5); ბურთის ფლობა: 43%-57%; მაყურებელი: 37 585

ბორნმუთი-საუთჰემპტონი 1:3
გოლები: 1:0 აკე (6), 1:1 ბერტრანდი (14), 1:2 როდრიგესი (48), 1:3 როდრიგესი (85)
ბორნმუთი (4-2-3-1): ბორუცი - ფრენსისი, კუკი, აკე, დენიელსი - უილშირი, არტერი - სმიტი, ჯ. კინგი (72. იბე), პაფი (55. ფრეიზერი) - უილსონი (64. აფობე).
საუთჰემპტონი (4-3-3): ფ. ფოსტერი - სედრიკი, იოშიდა, ვან დიიკი, ბერტრანდი - რიდი (46. ს. დევისი), კლასი, ჰოიბერგი - ბუფალი (62. ტადიჩი), რედმონდი, როდრიგესი (90. ლონგი).
გაფრთხილება: 0-3; კუთხური: 7-4; ჯარიმა: 6-12; თამაშგარე: 0-2; კარში დარტყმა: 10-14 (5-8); ბურთის ფლობა: 47%-53%; მაყურებელი: 11 113

მანჩესტერ სიტი-არსენალი 2:1
გოლები: 0:1 უოლკოტი (5), 1:1 სანე (47), 2:1 სტერლინგი (71)
მანჩესტერ სიტი (4-1-4-1): ბრავო - საბალეტა (46. სანია), ოტამენდი, კოლაროვი, კლიში - ფერნანდო - სანე (76. ნავასი), ტურე, დავიდ სილვა, დე ბრუინი (84. იჰეანაჩო) - სტერლინგი.
არსენალი (4-2-3-1): ჩეხი - ბელერინი, გაბრიელ პაულისტა, კოსიელნი, მონრეალი - კოკელენი (75. ჟირუ), ჯაკა - უოლკოტი, ივობი (65. ოქსლეიდ-ჩემბერლენი/78. ელნენი), იოზილი - სანჩესი.
გაფრთხილება: 4-2; კუთხური: 8-1; ჯარიმა: 9-13; თამაშგარე: 4-1; კარში დარტყმა: 14-6 (5-1); ბურთის ფლობა: 61%-39%; მაყურებელი: 54 409

ტოტენჰემი-ბარნლი 2:1
გოლები: 0:1 ბარნსი (21), 1:1 ალი (27), 2:1 როუზი (71)
ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი - უოლკერი, დაიერი, ვერტონგენი, როუზი (77. ბ. დევისი) - უინქსი, ვანიამა - ალი (73. სონი), დემბელე (63. სისოკო), ერიქსენი - კეინი.
ბარნლი (4-4-1-1): ჰიტონი - ლოუტონი, კინი, მი, ს. უარდი - ბოიდი (83. კაიტლი), მერნი (84. დეფური), ჰენდრიკი, არფილდი - ბარნსი (80. ვოუკსი) - ე. გრეი.
გაფრთხილება: 1-2; კუთხური: 11-2; ჯარიმა: 10-11; თამაშგარე: 0-2; კარში დარტყმა: 30-5 (9-2); ბურთის ფლობა: 60%-40%; მაყურებელი: 31 467

19 დეკემბერი, ორშაბათი
ევერტონი-ლივერპული 23:59

ბომბარდირები
13 დიეგო კოშტა (ჩელსი)
12 ალექსის სანჩესი (არსენალი)
11 ზლატან იბრაჰიმოვიჩი (მანჩესტერი)
10 სერხიო აგუერო (სიტი)
9 რომელუ ლუკაკუ (ევერტონი)

მომდევნო ტური
26 დეკემბერი:
უოტფორდი-კრისტალ პალასი, არსენალი-ვესტ ბრომვიჩი, ბარნლი-მიდლსბრო, ჩელსი-ბორნმუთი, ლესტერი-ევერტონი, მანჩესტერ იუნ-სანდერლენდი, სოუნსი-ვესტ ჰემი, ჰალი-მანჩესტერ სიტი;

27 დეკემბერი:
ლივერპული-სტოკი;

28 დეკემბერი:
საუთჰემპტონი-ტოტენჰემი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული