"წითელი ეშმაკების" გეგმები - ვიქტორ ლინდელოფი და სხვები

AutoSharing Option
ინგლისური პრესა "მანჩესტერ იუნაიტედის" გეგმებზე საუბრობს. ის, რომ "წითელ ეშმაკებში" ვიქტორ ლინდელოფი გადავა, გადაწყვეტილია.

"ოლდ ტრაფორდის" ბინადრები 22 წლის შვედის სანაცვლოდ ლისაბონის "ბენფიკას" 38 მილიონ ევროს გადაუხდიან.

ზაფხულში კი "მანჩესტერი" "არწივების" კიდევ ერთ უკანახაზელს, 23 წლის ნელსონ სემედოს დაიმატებს. გარდა ამისა, მანჩესტერელები ანტუან გრიზმანს არ ივიწყებენ და მადრიდის "ატლეტიკოდან" ფრანგის დამატება სურთ. ესეც ზაფხულის ამბავი უნდა იყოს, ისევე, როგორც "მონაკოდან" 22 წლის ტემუე ბაკაიოკოს გადმოყვანა.

გრიზმანის გამოსყიდვა 84 მილიონი ფუნტი დაჯდება, მაგრამ "მანჩესტერის" უფროსობას იმედი აქვს, რომ "პატარა პრინცის" ხელში
ჩაგდება უფრო იაფად იქნება შესაძლებელი. სემედოს შეძენა 25 მილიონად იქნება შესაძლებელი, ხოლო ბაკაიოკოსი - 35 მილიონად.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული