"მანჩესტერ იუნაიტედმა" 4:0 დაამარცხა "რედინგი" და შემდეგ ეტაპზე გავიდა. ამ შეხვედრაში ანგარიში უეინ რუნიმ გახსნა. ეს რუნის 249-ე გოლია კლუბში, ის "იუნაიტედის" ყველა დროის ბომბარდირ ბობი ჩარლტონს დაეწია. ამის შემდეგ ანტონი მარსიალმა გაიტანა, მეორე ტაიმში კი მარკუს რაშფორდმა დუბლი შეასრულა.
აჰმედ მუსას დუბლის წყალობით "ლესტერმა" სტუმრად 2L:1 დაამარცხა "ევერტონი".
"ბორნმუთი" გახდა პრემიერლიგის პირველი გუნდი, რომელმაც მესამე დივიზიონის გუნდთან თასზე სტუმრად წააგო. ედ ჰაუს გუნდი 0:3 დამარცხდა
"არსენალი" "პრესტონს" ესტუმრა და 89-ე წუთზე ოლივიე ჟირუს გატანილი გოლის წყალობით 2:1 მოუგო.