მექსე: ზლატანთან პრობლემები არ მაქვს

AutoSharing Option
ფილიპ მექსე და ზლატან იბრაჰიმოვიჩი წლების განმავლობაში ერთმანეთის მეტოქეები იყვნენ და ბედმა კი ისე ინება, რომ მომდევნო სეზონიდან მხარდამხარ მოუწევთ ასპარეზობა.

ამაში უჩვეულო არაფერია, მაგრამ ეგაა რომ ამ ორ მოთამაშეს ერთმანეთთან არც თუ თბილი და მეგობრული წარსული აკავშირებთ. ზლატანი ჯერ კიდევ "ინტერში" თამაშობდა, როდესაც იტალიის თასის ფინალურ პაექრობაში რომაელ მექსეს ზედ მოედანზე წაეკიდა და საქმე კინაღამ ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. მას შემდეგ, სადაც კი ეს ორი მოთამაშე ერთმანეთს გადააწყდა, ყველგან კინკლაობას და გაწევ-გამოწევას ჰქონდა ადგილი. ჰოდა, საინტერესოა როგორ აპირებენ მექსე და
იბრაჰიმოვიჩი ერთ გუნდში ასპარეზობას... სწორედ ამ საკითხზე ისაუბრა "გაძეტა დელო სპორტთან" ფრანგმა უკანახაზელმა:

"ყველამ კარგად იცის, რომ იბრაჰიმოვიჩთან მოედანზე მუდამ კონფლიქტები მქონდა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მასთან რაიმე პრობლემები შემექმნება. პირიქით, შვედს დიდ პატივს ვცემ და დარწმუნებული ვარ, რომ ერთმანეთს კარგად გავუგებთ. ზლატანი საოცარი შესაძლებლობების ფეხბურთელია, ჩემსავით შეუპოვარი. გულშემატკივრებს შეუძლიათ მშვიდად იყონ, ჩვენ შორის ყველანაირი გაუგებრობა გამორიცხულია".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
FILIIIIP!!! MEXEEEEEES!!!!! მაგარი იგროკია ძაან!
milanista
12:04 18-07-2011
0

სიახლეები პოპულარული