მეტსაც გეტყვით: გაირკვა, რომ „ტოტენჰემის“ ხელმძღვანელობამ რომაულ კლუბთან მოლაპარაკებები წამოიწყო. რედნაპის ფავორიტი წინა ხაზისთვის იტალიელი ჯუზეპე როსი გახლდათ, მაგრამ ტენდენცია იქითკენ მიდის, რომ ეს უკანასკნელი „ვილიარეალიდან“ ტურინის „იუვენტუსში“ გადავა. აქედან გამომდინარე, „ტოტენჰემმა“ აქცენტი ვუჩინიჩზე გადაიტანა. არადა, „ჯალოროსის“ თავდამსხმელის ყიდვა თურმე „ბლექბერნს“ და მიუნხენის „ბაიერნსაც“ სურთ.
ახლა „ტოტენჰემის“ ერთ-ერთ მესვეურს მოვუსმინოთ, რომელმაც „გაძეტა დელო სპორტს“ ვუჩინიჩით დაინტერესება დაუდასტურა, საზოგადოებისთვის
ვუჩინიჩი მრავალმხრივი თავდამსხმელია, ტექნიკურიცაა და საგოლე ალღოც შესანიშნავი აქვს. ამასთან ერთად, მას არა მარტო ცენტრფორვარდის, არამედ გარემარბისა და უკან დახეული თავდამსხმელის პოზიციებზეც შეუძლია ასპარეზობა. აქედან გამომდინარე, ვუჩინიჩი „ტოტენჰემს“ ზუსტად ესადაგება. რომაელებს სწრაფად სურთ მოლაპარაკებების დამთავრება და ამის საწინააღმდეგო არც რედნაპს აქვს რამე. ერთადერთი, რაც ახლა გვანერვიულებს, მონტენეგროელის მძიმე ხასიათი და ცუდი ფორმაა. ვუჩინიჩმა გასული სეზონი საკმაოდ სუსტად ჩაატარა, თუმცა ჰარიმ იცის, როგორ უნდა მოამზადოს ფეხბურთელი და როგორ უნდა მიიღოს მისგან მაქსიმუმი.“
იტალიელი მიმომხილველები წერენ, რომ „რომა“ მზადაა, ვუჩინიჩი დათმოს, რადგან „ჯალოროსის“ მის პოზიციაზე ახლა ერიკ ლამელა ჰყავს, რომელიც იტალიელებმა „რივერ პლეიტიდან“ იყიდეს. სწორედ ვუჩინიჩის დარი შემტევია ბოიან კრკიჩიც. როგორც ირკვევა, „ტოტენჰემი“ ვუჩინიჩში 17 მილიონ ევროს იხდის, „რომა“ კი 20 მილიონ ევროს ითხოვს.
მირკო ვუჩინიჩი მარადიულ ქალაქში ოთხი წლის წინ აღმოჩნდა (ლეჩედან გადავიდა) და მაშინ „რომას“ მისი ტრანსფერი 19.5 მილიონი ევრო დაუჯდა. მონტენეგროელს „ჯალოროსისთან“ კონტრაქტი 2013 წლამდე აქვს გაფორმებული. იტალიის ჩემპიონატში ვუჩინიჩმა 27 თამაშში 10 გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემაც მიითვალა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"