ამაური "ფლამენგოში"?

AutoSharing Option
დიდი შანსია, რომ ტურინის „იუვენტუსის“ წარმოშობით ბრაზილიელი თავდამსხმელი კარვალიო ამაური ბრაზილიაში წავიდეს და კარიერა „ფლამენგოში“ გააგრძელოს.

„კორიერე დელო სპორტის“ ინფორმაციით, ბრაზილიური კლუბი ამაურით ძალიანაა დაინტერესებული და თვითონ ფორვარდსაც გული სამშობლოსკენ მიუწევს. ფაქტია, რომ ამაურის „იუვეში“ დარჩენა მას მერე აღარ უნდა, რაც ტურინული გრანდის ტიფოზებმა სასტიკად უსტვინეს.

„აგენტმა მითხრა, ფლამენგო სერიოზულადაა დაინტერესებულიო. ამ დღეებში კონკრეტულად დაველაპარაკები და თუ ბრაზილიური კლუბის ინტერესი მართლაც სერიოზულია, შეიძლება წავიდე, - ამბობს ამაური „კორიერესთვის“ მიცემულ ინტერვიუში, - ევროპაში 11 წელი ვითამაშე და თუ „ფლამენგოს“ სერიოზულად ვუნდივარ,
ცუდს ვერაფერს ვხედავ იმაში, რომ ბრაზილიაში წავიდე. „ფლაში“ ჩემი თანაკლუბელი და უახლოესი მეგობარი ფელიპე მელო თამაშობდა და ამ გუნდზე ძალიან ბევრი რამ მიამბო.“

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული