დიახ, ფედერკალჩოს სადისციპლინო კომიტეტმა მასიმო მორატის მიერ შეტანილი სარჩელი განიხილა და ახალი დასკვნა დადო, რომლის მიხედვითაც “ინტერი” სადავო საკთხებში აშკარად გამართლებული იყო. ამის შემდეგ, ფედერკალჩოს სხდომა გაიმართა, რომელზეც ამ საკითხს კენჭი ეყარა და
საგულისხმოა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებაც ექვემდებარება გასაჩივრებას და უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს ისტორია კიდევ დიდ ხანს გაგრძელდება. პრინციპში, რა ვარაუდზეა საუბარი, როდესაც “იუვენტუსის” ოფიციალურ ვებგვერდზე შემდეგი განცხადება გამოქვეყნდა:
“ფედერკალჩოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ძალიან შორს არის სიმართლისგან, რადგან 2006 წლის სკუდეტო “იუვენტუსმა” სრულიად დამსახურებულად მოიგო. გადაწყვეტილება, რომლის ძალითაც “ინტერს” სკუდეტო დაუბრუნდა, აუცილებლად გასაჩივრდება და თუ ჩვენი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, სარჩელს იტალიის ოლიმპიურ კომიტეტში შევიტანთ. ბრძოლა გაგრძელდება იქამდე, სანამ სამართალი არ იზეიმებს”.
მასიმო მორატი მიიჩნევს, რომ სამართალმა უკვე იზეიმა და გასარჩევი აღარაფერია: “მიხარია, რომ იტალიის ფეხბურთის ფედერაციაში მალევე მოეგნენ გონს და სამართლიანობა აღადგინეს. 2006 წელს საუკეთესო გუნდი უდავოდ “ინტერი” იყო და რომ არა ტურინელთა მაქინაციები, სკუდეტოს მოედანზევე მოვიპოვებდით. თუმცა, ამას უკვე აღარ აქვს არსებითი მნიშვნელობა - მთავარია, რომ გაუგებრობა აღმოიფხვრა და სკუდეტო დაგვიბრუნდა”.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"