მელოს ოთხი ვარიანტი

AutoSharing Option
გადაწყვეტილი ამბავია, რომ ფელიპე მელო “იუვენტუსს” დატოვებს და კარიერას რომელიმე სხვა გუნდში გააგრძელებს.

დაინიშნა თუ არა “იუვეს” მთავარ მწვრთნელად ანტონიო კონტე, პირველი რაც გააკეთა, შავი სიის შედგენა გახლდათ, რომელშიც ფელიპე მელოს გვარიც შევიდა. ერთი სიტყვით, ბრაზილიელი საყრდენი ტრანსფერზე დააყენეს და შედეგმაც არ დააყოვნა, მისი გადაბირების სურვილი ოფიციალურად უკვე ოთხმა გუნდმა დააფიქსირა: ფრანგული პსჟ, ბრაზილიური “კორინთიანსი”, ჰოლანდიური პსვ და თურქული “გალათასარაი”.

“გაძეტა დელო სპორტის” ინფორმაციით, ყველას თურქებმა დაასწრეს და ფეხბურთელთან საქმიანი შეხვედრის გამართვაც მოახერხეს. მელო კმაყოფილი დარჩენილა შეთავაზებული პირობებით და მოსაფიქრებლად
რამდენიმე დღე მოუთხოვია.

მეორე საკითხია, მოახერხებენ თუ არა თურქები ტურინული გრანდის მესვეურებთან შეთანხმებას - გამომდინარე იქიდან, რომ იტალიელები მელოს მოშორებაზე არიან, წესით მასში დიდი თანხა არ უნდა მოითხოვონ. კულუარული ინფორმაციით, 10 მილიონი ევროს სანაცვლოდ ტურინელები მელოს დაუფიქრებლად გაასხვისებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული