შემტევი ჰავბეკი განსო არ აინტერესებს.
"ჩვენ მონტოლივოსთან არავითარი მოლაპარაკებები არ გვაქვს. "მილანს" მართლაც აქვს ვაკანტური ადგილი ერთი ფეხბურთელისთვის, რომლის სამშობლო ევროკავშირის ქვეყნებს არ მიეკუთვნება, თუმცა ეს განსო არ არის~, - მოჰყავს გალიანის ნათქვამი კლუბის ოფიციალურ საიტს.
შეგახსენებთ, რომ ამ ზაფხულს ორივე მოთამაშის სახელს "მილანთან" ხშირად აკავშირებდნენ.