მოკლედ, ბევრი ხეტიალის შემდეგ მისი "ჯალოროსიში" დაბრუნება ლუის ენრიკემ გადაწყვიტა და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ეს საკითხი მალე გადაწყდება დადებითად. 31 წლის უკანახაზელი მზად არის ხელფასიც კი შეიმციროს, ოღონდ "რომაში" ასპარეზობის საშუალება მიეცეს:
"ძალიან
ამასობაში, "რომას" მესვეურები მარტენ სტეკელენბურგის ტრანსფერზე აგრძელებენ მუშაობას და თუ "გაძეტა დელო სპორტს" დავუჯერებთ, მიზანთან ისე ახლოს არიან, როგორც არასდროს. რომაელები მზად არიან, 28 წლის კიპერის სანაცვლოდ ამსტერდამელთა ბიუჯეტში 8 მილიონი ევრო გადარიცხონ, თუმცა ჰოლანდიელები 5-ით მეტს ითხოვენ.
თუმცა, არის ერთი ნიუანსი, რომლის გამოც "აიაქსის" მესვეურები სავარაუდოდ დათმობაზე წავლენ - სტეკელენბურგს ამსტერდამულ გუნდთან მომავალ ზაფხულს ეწურება კონტრაქტის ვადა და თუ ამ სატრანსფერო პერიოდში არ გაიყიდა, შემდეგ თავისუფალი აგენტის სტატუსით მიაშურებს უცხოეთს. წესით, იქით კვირაში ყველა კითხვას უნდა გაეცეს პასუხი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"