"ბევრი მიიჩნევს, რომ ასეთი შეხვედრების ჩატარებას არავითარი აზრი არ აქვს, თუმცა პირადად მე, ამ მოსაზრებას ვერაფრით დავეთანხმები. როდესაც მეტოქე დიდ წინააღმდეგობას ვერ გიწევს და შენ გემოზე აგორებ ბურთს, გუნდი ტონუსში მოდის და ფეხბურთელთა სეთამაშების ხარისხიც იზარდება. შეგირდთა გარჯით კმაყოფილი ვარ, კარგად გაერთნენ და შედეგიც სოლიდური დადეს. მიხარია, რომ ფორვარდები კარგად გამოიყურებიან
სოლბიატეზე-მილანი 0:12
მილანი: (4-4-2) აბიატი (30. ამელია - 60. რომა) - ანტონინი (46. აბატე), ოდო (46. ბონერა), ნესტა (46. ფერეირა - 74. დე შილო), ტაივო (46. ძამბროტა - 82. ფოსატი) - ფლამინი (46. გატუზო), ვან ბომელი (46. ამბროზინი), ზეედორფი (46. ემანუელსონი), ბალოტი (46. ბოატენგი) - კასანო (46. პალოსკი - 82. კომი), იბრაჰიმოვიჩი (46. ინძაგი).
გოლები: 1:0 ზეედორფი (3), 2:0 საკ. კარში (4), 3:0 კასანო (5), 4:0 ბალოტი (11), 5:0 ფლამინი (13), 6:0 იბრაჰიმოვიჩი (29), 7:0 იბრაჰიმოვიჩი (40), 8:0 პალოსკი (48), 9:0 ძამბროტა (59), 10:0 ემანუელსონი (68), 11:0 ინძაგი (76), 12:0 კომი (84).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"