"ბედნიერი ვარ, რომ ისეთი დიდი გუნდის წევრი გავხდი, როგორიც "რომაა". ბევრი მსმენია იმის შესახებ, რომ სერია A-ში თავის გამოჩენა ურთულესი საქმეა, რაც მოტივაციას კიდევ უფრო მმატებს. ერთი სული მაქვს როდის გავალ მოედანზე და საკუთარ შესაძლებლობებს წარმოვაჩენ. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც
კრკიჩს მის ახალ თანაგუნდელებზე დაუსვეს კითხვა და შემდეგი მოისმინეს: "კონტაქტური ადამიანი ვარ და ურთიერთობაში შესვლა არ მიჭირს, ასე რომ, ახალ თანაგუნდელებს ძალიან მალე დავუმეგობრდები. "რომას" ძალიან ძლიერი შემადგენლობა ჰყავს, თუმცა არის ერთი მოთამაშე, რომელიც განსაკუთრებულ პატივისცემას იმსახურებს - ეს რა თქმა უნდა ფრანჩესკო ტოტია, რომელმაც მთელი კარიერა ერთ გუნდს მიუძღვნა და უამრავ მაცდურ შეთავაზებაზე განაცხადა უარი. ჩემთვის დიდი პატივია ისეთი ფეხბურთელის მხარდამხარ თამაში, როგორიც ტოტია".
საინტერესოა კრკიჩის ხელშეკრულების დეტალები, რომელიც იტალიელი ჟურნალისტებისთვის ცნობილი გახდა. რომაული გუნდი ესპანელის სანაცვლოდ 12 მილიონ ევროს გადაიხდის, კატალონიელებს მისი დაბრუნების შესაძლებლობა ორი წლის შემდეგ 13 მილიონ ევროდ შეეძლებათ - თუმცა, იტალიელებს დაბრუნებისთვის ვეტოს დადების უფლებაც აქვთ, მხოლოდ, ამ შემთხვევაში ესპანელთა ბიუჯეტში კიდევ 28 მილიონი ევრო უნდა გადარიცხონ. თუ მოვლენები სწორედ ასე განვითარდა, მაშინ კრკიჩის საერთო ღირებულება 40 მილიონ ევროს შეადგენს. ერთი სიტყვით, "ბარსამ" კრკიჩთან გარკვეული კავშირი დაიტოვა და ვნახოთ, რა გამოვა ამ საქმისგან.
ამასობაში, "რომა" კიდევ ერთი ფეხბურთელით, 33 წლის გაბრიელ ჰაინცეთი გაძლიერდა. თუ "კორიერე დელო სპორტს" დავუჯერებთ, არგენტინელმა მცველმა თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა "მარსელი" და "რომასთან" ორწლიანი ხელშეკრულების გაფორმებას აპირებს. "კორიერე" იმასაც გვაუწყებს, რომ ჰაინცეს წლიური ჯამაგირი 700 000 ევრო იქნება, სამჯერ უფრო ნაკლები ვიდრე ფრანგულ კლუბში ჰქონდა. "რომას" სპორტული დირექტორი ვალტერ საბატინი ადასტურებს, რომ სამხრეთამერიკელთან კონტრაქტის გაფორმება იგეგმება:
"ჰაინცე რომშია, მასთან მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და უახლოეს დღეებში ხელშეკრულებას მოვაწერთ ხელს. გამოცდილი მცველია და დარწმუნებულკი ვარ, რომ უკანა ხაზს საგრძნობლად გააძლიერებს. გაბრიელის დამატების სურვილი ლუის ენრიკემ გამოთქვა და საბედნიეროდ, სწორედ ამ ზაფხულს დაუმთავრდა კონტრაქტის ვადა "მარსელთან". შესაბამისად, მისი გადმობირების საკითხი უმტკივნეულოდ მოგვარდა".
ჰაინცე მართლაც გამოცდილი ფეხბურთელია და ისეთ დიდ გუნდებში აქვს ნათამაშები, როგორებიც მადრიდის "რეალი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" არიან - არგენტინის ეროვნულ ნაკრებში 71 შეხვედრა აქვს ჩატარებული და 3 გოლი გატანილი. ვნახოთ, როგორ წარმოაჩენს თავს "ჯალოროსიში"...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"