მილიტომ ინტერთან გაახანგრძლივა

AutoSharing Option
დიეგო მილიტომ "ინტერთან" ახალი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც ძალაში 2014 წლის 30 ივნისამდე იქნება. "ყოველთვის ვამაყობდი, რომ განგებამ ასეთ დიდებულ კლუბში მომახვედრა. დიდი მადლობა პრეზიდენტ მორატის ჩემს მიმართ გამოჩენილი ნდობისთვის", - თქვა 31 წლის არგენტინელმა თავდამსხმელმა.

მილიტომ "ინტერს" გასული წლის ზაფხულში "ჯენოადან" მიაშურა და სერია A-ში ჩატარებულ 35 მატჩში 22 გოლი გაიტანა. მისი ყველაზე დიდი მიღწევა კი რასაკვირველია, ჩემპიონთა ლიგის ფინალში "ბაიერნის" კარში გატანილი წყვილი გოლია.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული