ლავეცი არსად არ მიდის

AutoSharing Option
ესეკილ ლავეცის "ნაპოლიდან" შესაძლო აბარგების შესახებ ბევრი ითქვა და კიდევ უფრო მეტი დაიწერა, მაგრამ როგორც ჩანს, ჟურნალისტთა მოწადინება ამაო გამოდგა - 26 წლის არგენტინელი შემტევის პირადი აგენტის თქმით, ესეკილი სამხრეთში თავს შესანიშნავად გრძნობს და მომდევნო სეზონსაც "ნაპოლიში" გაატარებს:

"ლავეცის გადაბირება ევროპული ფეხბურთის არაერთ გრანდს სურს, მათ შორის ტურინის "იუვენტუსს", "მილანს" და "მანჩესტერ სიტის", მაგრამ თავად ფეხბუღთელის სურვილია, რომ კარიერა "ნაპოლიში" გააგრძელოს.

ნეაპოლურ გუნდთან ერთად ესეკილმა ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა და სურს, რომ ევროპის უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირზე სწორედ ცისფერი მაისურით იასპარეზოს.
ამის შესახებ მას ვალტერ მაძარისთან ჰქონდა საუბარი და სრული მხარდაჭერა მიიღო, ჩვენი ინფორმაციით კლუბის პრეზიდენტსაც მისი შენარჩუმების სურვილი აქვს და გამომდინარე აქედან, ყველანაირი კითხვის ნიშანი მოხსნილია. ერთი სიტყვით, თუ რაიმე გაუთვალიდსწინებელი არ მოხდა, ლავეცი "ნაპოლიში" გააგრძელებს ასპარეზობას".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული