"ჯენოამ" ფრეი შეიძინა

AutoSharing Option
იტალიური "ფიორენტინას" გოლკიპერი სებასტიან ფრეი "ჯენოას" შეთავაზებას დათანხმდა და კარიერას საქართველოს ნაკრების კაპიტნის, კახი კალაძის გუნდში გააგრძელებს.

როგორც ცნობილია, მხარეები ადრეც აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს. კლუბმა ფეხბურთელთან შეთანხმებას უკვე მიაღწია და ახლო მომავალში 31 წლის ფრანგი გოლკიპერი ოფიციალურად "ჯენოას" საკუთრებაში გადავა.

მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული