“მილანი” უკვე კარგა ხანია, რაც მოსამზადებელ ეტაპს გადის და რამდენიმე საკონტროლო შეხვედრის გამართვაც მოასწრო. მათგან ყველაზე გამოსარჩევი "აუდის თასზე" მიუნხენის “ბაიერნთათან” დაპირისპირება გახლდათ, რომელშიც ლომბარდიელებმა მარცხი იწვნიეს და კრიტიკის ქარცეცხლშიც გაეხვვნენ.
საყოველთაო მოსაზრებით, ბავარიელებმა ყველა კომპონენტში დაჯაბნეს მეტოქე, განსაკუთრებით კი სისწრაფესა და მოძრაობაში.
ფეხბურთელთაგან ყველაზე მეტად ანტონიო კასანო გააკრიტიკეს, აშკარად ჩააგდო შეხვედრა და ვერაფრით დაამახსოვრა თავი გულშემატკივრებს. 29 წლის შემტევის მიმართ გამოთქმულ კრიტიკულ მოსაზრებებს ადრიანო გალიანი გამოეხმაურა და შემდეგი განაცხადა:
“კასანო ფანტასტიკური ფეხბურთელია, მაგრამ პერიოდულად რეჟიმის დაცვა უჭირს. ამ ზაფხულს
აშკარად მოიმატა წონაში და თუ უნდა, რომ სეზონის სტარტს კარგ ფორმაში შეხვდეს, რამდენიმე კილო აუცილებლად უნდა დაიკლოის. რაც შეეხება მისი შესაძლო გასხვისების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციებს, სრული სისულელეა, რადგან ანტონიო გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და მასზე დიდ იმედებს ვამყარებთ”.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"