"ფიორენტინა" ფრეის ემშვიდობება

AutoSharing Option
"ფიორენტინამ" ოფიციალურად განაცხადა ფრეის "ჯენოაში" გაყიდვის შესახებ. კლუბის ინფორმაციით 31 წლის ფეხბურთელი "ჯენოასთან" 5 წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს, რომლის მიხედვით ფეხბურთელი წელიწადში 1.8 მილიონ ევროს მიიღებს.

"ფიორენტინას" ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა განცხადება, სადაც კლუბი მადლობას უხდის სებასტიან ფრეის გუნდში თავდადებული თამაშისთვის და მომავალ კარიერაში ყველაფერს საუკეთესოს უსურვებს.

ფრეი "ფიორენტინაში" 2006 წლიდან გამოდიოდა. იტალიის სერია А-ს გასულ სეზონში გოლკიპერმა 11 შეხვედრა ჩაატარა და 13 გოლი გაუშვა.

მომზადებულია fiorentina.it-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული