ახალგაზრდა უკანახაზელი დიდი ხანია, "ჯალოროსის" შეფების თვალთახედვის არეშია მოქცეული, მაგრამ რომაელები "ვოლფსბურგთან" შეთანხმებას ვერ ახერხებენ.
იტალიური პრესის ინფორმაციით, "ჯალოროსიმ" გერმანულ კლუბს კიაერის სანაცვლოდ 6 მილიონი ევრო შესთავაზა, მაგრამ უარი მიიღო. შესაბამისად, იტალიელები ახლა კიაერის ერთწლიან არენდაზე ფიქრობენ. შეგახსენებთ, რომ "ვოლფსბურგს" კიაერი (პალერმოდან იყიდა) შარშან 13 მილიონი ევრო დაუჯდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"