საქმე იმაშია, რომ ბერგამოული კლუბის მესვეურები რამდენიმე მოთამაშესთან ერთად თამაშების ჩაწყობაში ამხილეს და ამ საკითხზე სადისციპლინო კომიტეტის სხდომა გაიმართა. აღნიშნული სხდომა გუშინ გაიმართა და საინტერესო შედეგებით დასრულდა: მომდევნო სეზონს "ატალანტა" სერია ა-ში გაატარებს, მაგრამ -7 ქულით დაიწყებს, გუნდის კაპიტან კრიასტიან დონის კი სამი წლით აეკრძალა ფეხბურთის თამაშის უფლება.
თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ დონი უკვე 38 წლის გახლავთ, თამამად შეგვიძლია ვთქვათ,
"ატალანტას" მწვრთნელი სტეფანო კოლანტუონო მიიჩნევს, რომ ფედერკალჩოს სადისციპლინო კომიტეტმა არასწორი გადაწყვეტილება მიიღო: "ჩაწყობილ თამაშებში ნამდილად არ მიგვიღია მონაწილეობა და გამოტანილი განაჩენი უსამართლოა. სიმართლე გითხრათ, ზუსტად არ ვიცი გვაქვს თუ არა უფლება გავასაჩივროდ მიღებული გადაწყვეტილება, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ ჩვენი სიმართლის დამტკიცებას შევეცდებით. ფეხბურთელები შოკირებულნი არიან და ცდილობენ, რომ გაერკვნენ ვითარებაში.
ცალკე სალაპარაკო თემაა კრისტიან დონის დისკვალიფიკაცია, რომელიც სამაგალითო გახლავთ მისი თანაგუნდელებისთვის და ვერავინ წარმოიდგენდა თუ მას ასეთი რამ დაემართებოდა. ვინც კრისატიანს ახლოს იცნობს, იმან კარგად იცის, რომ ჩაწყობილ თამაშში მონაწილეობას არ მიიღებდა. ნებისმიერ შემთხვევაში, მომავალი სეზონისთვის სრულფასოვნად მოვემზადებით და ყველას დავუმტკიცებთ, რომ "ატალანტა" ღირსეული გუნდია"
დონის დისკვალიფიკაცია მართლაც ცალკე სალაპარაკო თემაა, მისი სახით "ატალანტამ" წამყვანი ფეხბურთელი და კაპიტანი დაკარგა - აი, რას ამბობს თავად კრისტიანი: "წარმოდგენა არ მაქვს რომელ ჩაწყობილ თამაშებზეა ლაპარაკი და სიმართლე გითხრათ, არც მაინტერესებს. როგორც ჩანს, ვიღაც დაინტერესებული იყო ამ ყველაფრით და თავისას მიაღწია. თუ ფეხბურთის თამაშის უფლება არ მომცეს, ვეცდები, რომ კარიერა უცხოეთში გავაგრძელო. ვრცელდება თუ არა დისკვალიფიკაცია უცხოურ კლუბებზე? - სიმართლე გითხრათ, ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ყველაფერს ვიზამ, რომ ფეხბურთის თამაში გავაგრძელო. მართალია, 20 წლის ჯეელი აღარ ვარ, მაგრამ კარიერის დასრულებას ჯერ არ ვაპირებ".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"