როგორც გაირკვა, ჯილარდინოსა და "ჯენოას" პრეზიდენტ ენრიკო პრეციოზის შორის შეხვედრა გუშინ გაიმართა, სადაც მხარეები ხელშეკრულების დეტალებზე შეთანხმდნენ. მოსალოდნელია, რომ ფეხბურთელი ახალ კლუბთან 5-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს. თავდამსხმელის ხელფასი სავარაუდოდ 1.6 მილიონი ევრო იქნება.
შეგახსენებთ, რომ იტალიელი ფეხბურთელით "პსჟ", "მარსელი" და "ვილიარეალი" იყვნენ დაინტერესებული.
მოსალოდნელია La Gazzetta dello Sport-ის მიხედვით